სხვა ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს 2016, 29 დეკემბერი, 9:49 ეს სასუქი პირდაპირ საოცრებებს ახდენს. მას შეუძლია ავადმყოფი და სუსტი მცენარის გამოცოცხლბა და მისთვის ჯანმრთელი იერ-სახის დაბრუნება. გარდა ამისა, ის თითქმის არაფერი ჯდება, უფრო ზუსტად კი მისი დამზადება ბანანის ნარჩენიდან ხდება. ბანანის სასუქის მომზადება უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ ბანანის ნაყოფი — ასევე ძალიან სასარგებლო სასუქი არის! 1 ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით და დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი. მოურიეთ და ეს ნაზავი პირდაპირ დაუსხით მცენარეს! ეს საშუალება იმ შემთხვევისთვის არის, თუ სასწრაფოდ არის მცენარე გადასარჩენი ანუ ექსპრეს საშუალებაა, დაღუპვის პირას მდგარი მცენარისთვის. თუმცა, ბანანის ქერქის სასუქი — ბევრად უფრო იაფია და ეფექტურობით, ნაყოფისგან დამზადებულ სასუქს არაფრით ჩამოუვარდება. სასუქის მოსამზადებლად, დაასხით ბანანის ქერქს იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. დააყენეთ ის 1 დღე-ღამის მანძილზე. მორწყვის დროს, წყლისა და ნაყენის თანაფარდობა 1\5 უნდა იყოს ანუ 1 წილ ბანანის ქერქის ენერგეტიკულ კოქტეილს 5 წილი წყალი უნდა დაამატოთ და ისე დაუსხათ მცენარეს. მცენარე ყოველთვის ამ ნაზავით მორწყეთ და ის მუდამ კარგ ფორმში იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ქერქის გამოყენება, სასუქის საფუძვლად, რამდენჯერმე შეიძლება!
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო იების მოვლის და გამრავლების ძირითადი წესები ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე 42939 8-ს მოსწონს
|