x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რატომ ავღნიშნავთ ახალ წელს 1 იანვარს

image

აი ახლოვდება ახალი წელი და კვლავ ბევრ ადამიანს დაებადება მარადიული კითხვა, -რატომ ავღნიშნავთ ახალ წელს მაინცდამიანც პირველ იანვარს?რატომ არ ავღნიშნავთ მაგალითად 1 მარტს? ხომ უფრო ლოგიკურია გაზაფხულის პირველი დღე, როდესაც ბუნება ხელახლა იღვიძებს?ან თუნდაც წელიწადის სხვა რომელიმე დროს?


ახალი წლის აღნიშვნის ისტორია და ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ერებისთვის ყოველთვის განხილვის თემა იყო, ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის წარსულს გადავხედავთ და 4 ისტორიულ ეტაპს გამოვყოფთ:


1)წარმართული ხანა-ახალი წელი საქართველოში 6 აგვისტოდან იწყებოდა.



2)ქრისტიანობის მიღების შემდეგ- 1 სექტემბერს.(როგორც ბიზანტიის იმპერიაში)


3)მე-9 საუკუნეში ახალი წელი საქართველოში 1 მარტიდან დგებოდა.



4)მეათე საუკუნის შემდეგ უკვე ახალ წელს ავღნიშნავთ 1 იანვარს.


ახალი წლის დასაწყისი, 1 იანვარი ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღრიცხვამდე 46 წელს დაადგინა იულიუს ცეზარმა და მოჰყვებოდა იანუსის დღესასწაულს, -ორთავიანი ღმერთი, (ერთი წინ იყურებოდა მეორე უკან)- დროის, კარისა და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაება.ამ დროს ბატონები და მონები ერთად უსხდებოდნენ სუფრას,
მოსწავლეები სწავლას წყვეტდნენ, ეწყობოდა კარნავალები, ხალხი საჩუქრებს
ჩუქნიდა ერთმანეთს, დამნაშავეების სიკვდილით დასჯა იკრძალებოდა. ეს
ყველასთვის საყვარელი დღესასწაული იყო, რომელსაც მოყვებოდა ახალი წელი.


1582 წელს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს, ახალი გრიგორიანული კალენდარი იქნა შემოღებული, ამის შემდეგ შემდეგ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ახალ წელს 1 იანვარს აღნიშნავენ.მაგალითად ჩვენი მეზობელი რუსეთი მანამდე ახალ წელს ჯერ 1 მარტს, შემდეგ კი 1 სექტემბერს აღნიშნავდა, მხოლოდ პეტრე I-ის რეფორმის შემდეგ გადაიტანეს 1 იანვარს.




0
187
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0