სიახლეები მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს 2016, 26 დეკემბერი, 12:08 ირლანდიაში ლიმერკის უნივერსიტეტის ქირურგიის პროფესორმა კევინ კოფმა გამოთქვა აზრი, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი გამოიყოს, როგორც ცალკე ორგანო და მიეძღვნას მას მეცნიერების ცალკე განყოფილება.თავისი დასკვნები ამის შესახებ მეც- ნიერმა გამოსცა სამედიცინო სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა ერთ-ერთ წამყვან სამედიცი- ნო ჟურნალში The Lancet Gastroenterology & Hepatology-ში. საუბარია ჯორჯალზე, რომელიც ამაგრებს ნაწლავებს მუცლის ღრუში. მრავალი წლის განმავლობაში ის ითვლებოდა ფრაგმენტულ ნაწილად, რომელიც შედგებოდა რამოდე- ნიმე ცალკეული ნაწილისგან. პროფესორის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით მტკიც- დება, რომ ჯორჯალი ეს არის დამოუკიდებელი, უწყვეტი ორგანო. თუ შევხედავთ ჯორჯალს, როგორც სხვა ნებისმიერ ორგანოს, მაშინ ისიც კვალიფიცირ- დება, როგორც მუცლის ღრუს რიგითი ორგანო. “ ჩვენ დავადგინეთ ანატომია ჯორჯა- ლის რთული სტრუქტურის. მომდევნო ნაბიჯი იქნება განისაზღვროს მისი ფუნქციები, რადგან თი იცი ორგანოს ფუნქცია, შეგიძლია ადვილად გაარკვიო დარღვევები, რომლე- ბიც გამოწვეულია ამ ორგანოს მიერ" ამბობს ქირურგი. ჯორჯალის შემდეგი გამოკვლევები და მისი როლის გარკვევა ორგანიზმში, გაამარტივებს მუცლის ღრუს დაავადებების მკურნალობას. ქირურგია შეიძლება გახდეს ნაკლებად ინ- ვაზიური, შემცირდება გართულებების რაოდენობა, ავადმყოფები სწრაფად გამოჯან - მრთელდებიან. ჯორჯალის ახალი კვალიფიკაცია, როგორც ცალკეული ორგანოსი უკვე დაემატა ერთ-ერთ გავლენიან წიგნს - “გრეის ანატომია". ახლო მომავალში შეიცვლება სამედიცინო პროგრამაც სკოლებში აღნიშნავს გაზეთი. 2337 8-ს მოსწონს
|