სისხლის სამართალი ბრაზილიაში ბორდელის კლიენტმა 6 ადამიანი მოკლა 2016, 23 დეკემბერი, 14:43 ინციდენტი 22 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა Leo Drinks Bar-ში, სან პაულოდან 300 კილომეტრში, პატარა ქალაქ ჯაბოგიტაბაიში. საროსკიპოს მომახურეობით უკმაყოფილო კლიენტმა 6 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ინციდენტი Leo Drinks Bar-ში 22 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა, როდესაც კლიენტმა ბარის დიასახლისს მოსთხოვა ერთ-ერთ გოგონასთან განცალკევება, მაგრამ უარი მიიღო რადგან დიასახლისმა განუცხადა, რომ ქალი უკვე სხვა კლიენტისგან იყო დაკავებული. ამის შემდეგ მამაკაცი განრისხდა, გავიდა ავტოსადგომზე, საკუთარი ავტომობილიდან ამოიღო პისტოლეტი და ისევ ბარში შებრუნდა. ახალგაზრდა კაცმა ბარში შესვლისთანავე ცეცხლი გახსნა, შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი: სამი მეძავი, დაცვის ერთი წევრი, კლიენტი და თვითონ დიასახლისი. ამის შემდეგ მკვლელმა საკუთარი ავტომობილი ავტოსადგომზე მიატოვა და ფეხით მიიმალა ტრაგედიის ადგილიდან.როგორც mundo იუწყება, პოლიციისთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, იგი არის 27 წლის რობერტო ფერეირა კოსტა, ამჟამად მიმდინარეობს მისი ძებნა. იხილეთ აგრეთვე:ბრაზილიაში 30-მა მამაკაცმა 16 წლის გოგონა გააუპატიურა საოცარი გულგრილობის ისტორია-მკვლელობა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ამერიკაში მანიაკს ორი თვის წინ დაკარგული ქალი ძაღლივით ჰყავდა მიბმული კონტეინერზე ბელორუსიაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 100-ზე მეტი ქალი გააუპატიურა გეების სერიული მკვლელი ლონდონიდან კიდევ 8 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი 133 6-ს მოსწონს 1-ს არა
|