მკვლევარებმა შეისწავლეს თუ როგორ გავლენას ახდენს სოციალური ურთიერთობები ძუძუს კიბოზე. აღმოჩნდა, რომ იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ ხშირი კომუნიკაცია ნათესავებთან და მეგობრებთან ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობა უფრო დაბალია, ვიდრე იმ ქალებთან, რომლებსაც ნაკლებად აქვთ სოციალური ურთიერთობები.
მეცნიერებმა ჩრდილოეთ კალიფორნიდან (აშშ) შეისწავლეს 9267 ქალი, დიაგნოზით ძუძუს კიბოთი 1 - 4 სტადიაზე. შეეცადნენ, დაედგინათ, თუ როგორ მოქმედებს კიბოს განვითარებაზე შემდეგი ფაქტორები: დიეტა, წონის ოპტიმიზაცია და სოციალური ურთიერთობები. ორი წლის განმავლობაში, ქალებს ძუძუს კიბოს დიაგნოზით სთხოვდნენ მოეყოლათ მათი პირადი ურთიერთობების და სოციალური კონტაქტების, მეუღლის ან პარტნიორის, მეგობრების რაოდენობისა და მათთან ურთიერთობის ინტესივობის შესახებ.ამის შემდეგ ქალებზე დაკვირვება გაგრძელდა 20 წლის განმავლობაში. იმ ქალებთან, რომლებსაც ქონდათ ხშირი სოციალური ურთიერთობები, ძუძუს კიბოს რეციდივის ალბათობა შეუმცირდათ (43%-ით). ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობა შემცირდა (64%-ით), ამასთანავე სხვა დაავადებით სიკვდილიანობაც შემცირდა (69%-ით). მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველანაირი სოციალური ურთიერთობები სულაც არ იყო დადებითად მოქმედი ფაქტორები ყველა რასის, რელიგიური აღმსარებლობის და ეთნიკური წარმომავლობის მქონე ქალებთან. ასევე ასაკისა და ქვეყნის მიხედვითაც იყო განსხვავებული შედეგები. ეს კვლევა შესაძლებლობას მიცემს ექიმებს, რომ სოციალური ურთიერთობები გამოიყენონ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მასალა მოამზადა ჟურნალმა "ჯანმრთელობა" ("Здоровье")