საზოგადოება რომანოვების სიცოცხლის ბოლო დღეები 2016, 22 დეკემბერი, 10:29 ნიკოლოზ II რომანოვი ყოველთვის იბრძოდა და მოლაპარაკებები ჰქონდა მთავრობასთან, რათა მისთვის დროებითი საცხოვრებელი გამოეყოთ და განსაკუთრებული პირობები შეექმნა ოჯახიშთვის. იმპერატორს არასდროს ჰქონია სურვილი მისთვის დაცვა გაეძლიერებინათ, ყველაზე მეტად სურდა მისი შვილების კეთილდღეობა და უნდოდა ისინი სახლში ყოფილიყვნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო რადგან წითელით დაავადდნენ და გადაადგილებაც არასასურველი იყო. ნიკოლოზმა ითხოვა დიდ ბრიტანეთში გამგზავრება, მაგრამ მოვლენები ასე განვითარდა..
დაკავება 1917 წლის 8 მარტს გენერალმა მიხეილ ალექსეევმა ნიკოლოზ II რომანოვს შეატყობინა მის შესაძლო დაკავების შესახებ. ამას დაემატა ის ცუდი ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეტი სამეფო ოჯახის მიღებას არ აპირებდა. ოჯახი დაცვის ქვეშ მოექცა. 1917 წლის აგვისტოში რომანოვების ოჯახი გადაასახლეს შორეულ ციმბირში. შვიდი ადამიანისგან შემდგარ ოჯახშს თან 46 მოსამსახურე და ჯარისკაცი ახლდა.19 აგვისტოს რომანოვები ჩავიდნენ ტობოლსკში და დასახლდნენ გუბერნატორის სახლში, მდინარე ირტიშთან ახლოს. ოჯახი კარგად შეეგუა იქ არსებულ სიტუაციას, ხშირად დადიოდნენ ქალაქში და ეკლესიაში ეს იყო ერთადერთი შანსი იმისა, რომ დამტკბარიყვნენ თავისუფლებით, მაგრამ 1917 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლშევიკები და რომანოვების თავისუფლების დასასრულის დასაწყისი დაიწყო. ოჯახის ყველა წევრს აეკრძალა ეკლესიაში სიარული. ეტაპობრივად ოჯახს შეუწყდა სურსათ-სანოვაგის მიწოდება. ჯარისკაცები ოჯახის წევრებს თანდათან პატივს აღარ სცემდნენ შეურაწმყოფელ სიტყვებს ეძახდნენ და სხვადასხვა ფრაზებს წერდნენ კედლებზე. მდგომარეობა თანდათან უარესდება 1918 წელს კომისარმა იაკოვლევმა ბრძანა რომანოვების ქალაქიდან გაყვანა. დედოფალს სურდა გაყოლოდა საკუთარ მეუღლეს, მაგრამ კომისარმა ამის საშუალება არ მისცა. ამ დროისთვის მეფის შვილი იტანჯებოდა ორივე ფეხის დამბლით, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მხოლოდ მას მაინც დატოვებდნენ სოფელში და სხვა დანარჩენი ოჯახის წევრები განაწილდებოდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ამაოდ, ნიკოლაი, მისი მეუღლე და ქალიშვილი ჩასხდნენ მატარებელში და გაემართნენ მოსკოვში ეკატერინბურგის გავლით. კომისარი იაკოვლევი დააპატიმრეს იმ მიზეზით, რომ მან დახმარება გაუწია რომანოვებს, ხოლო ოჯახი ეკატერინბურგში გაგზავნეს. დახვრეტა ოჯახი გამოკეტეს იაპატიევების სახლის მეორე სართულზე. სახლთან ჯარისკაცები დააყენეს, ფანჯრები ამოქოლეს. სამეფო ოჯახის წევრებს მხოლოდ დღეში ერთხელ ჰქონდათ უფლება სუფთა ჰაერზე გაესერინათ და ესეც მხოლოდ 5 წუთით.იმავე წლის ივლისს ბოლშევიკებმა დაიწყეს რომანოვების შევიწროება უკვე საუბარი იყო სიკვდილით დასჯის მეთოდის შემუშავებაზე. ჩეკისტებმა რიგითი ჯარისკაცები ჩაანაცვლეს, რომლებიც რომანოვების სახლს იცავდნენ. 16 ივლისს სახლთან მივიდა 5 მანქანა ბენზინით და მჟავით სავსე. 17 ივლისის დილას რომანოვების თითოეული წევრი ჩაიყვანეს სარდაფში, სამეფო ოჯახმა ეჭვი ვერაფერში შეიტანა. სიკვიდილით დასჯის შესახებ პირველი ნიკოლოზმა გაიგო, უმალვე იარაღის ხმაც გაისმა, ჩეკისტმა იაკობ იუროვსკიმ ნიკოლოზს ტყვია ესროლა, კიდევ თერთმეტმა ჩეკისტმა განახორციელა იარაღიდან გასროლა და ეს გასროლა თითოეული ოჯახის წევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ყველა გარდაიცვალა. მათი სხეულები დაწვეს სოფელ კოპტიაკში (ეკატერინბურგიდან 19 კილომეტრში). ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - ქალაქი სადაც ზამთარში სიცოცხლე წყდება 2 - ჰუნზას ტომის ამოუხსნელი ფენომენი: აქ ყველა 120 წლამდე ცოცხლობს! 3 - 25 იშვიათი ისტორიული ფოტო, რომელიც უნდა ნახოთ 4 - შოკისმომგვრელი ფოტოები, რომლებიც გადაღებულია The Empire State Building-ის მშენებლობისას 5 - "მე ზემოდან ყველაფერს ვხედავ": საინტერესო ფაქტები მათზე, ვინც სიმაღლეზე მუშაობს 842 10-ს მოსწონს 1-ს არა
|