x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ღირსშესანიშნაობა, რომელიც მოქცევის დროს, წყლით იფარება და ყველაზე სახიფათო გზა მსოფლიოში

image


ჩვენს სამყაროში ბევრი საინტერესო და უჩვეულო რამ არის. მაგ., ღირსშესანიშნაობები, რომელიც აშენებულია როგორც ბუნების, ასევე ადამიანის მიერ და მათ შორის, რამდენიმეს ნახვა, მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში არის შესაძლებელი.

image


მანჯუიოდი (Manjuyod), ფილიპინებიimageimage


თეთრი ქვიშის ცელა ფილიპინებზე — ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ლამაზი ადგილი, რომელიც, მოქცევის დროს, მთლიანად ქრება. ეს ნეგროსის კუნძულზე, ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.


image


სტანეშვარ მაჰადევის ტაძარი (Stambheshwar Mahadev), ინდოეთი imageimage


ეს ტაძარი ინდოეთში, კავი კამბოში (გუჯარათის შტატი) მდებარეობს. ის იმდენად ახლოს არის ზღვასთან, რომ შესვლა მხოლოდ მიქცევის დროს შეიძლება, დანარჩენი დრო მანძილზე, 150 წლის სალოცავი იტბორება.

image

მონ-სენ-მიშელი (Mont Saint-Michel), საფრანგეთიimageimage


მონ-სენ-მიშელის უზარმაზარი ციხე კლდოვან კუბძულზეა აგებული და მასზე მოხვედრა, სახმელეთო გზით, მხოლოდ მიქცევის დროს შეიძლება. წყლის მოქცევის დროს კი, მისკენ მიმავალი გზა და კუნძულის ნაწილი, იტბორება.

image


წმინდა მიქაელის მთა (St Michael’s Mount), ბრიტანეთიimageimage


წმინდა მიქაელის მთა — არის კუნძული და ყოფილი მონასტერი კორნუოლში (ინგლისი). იქ განსაცვიფრებლად ლამაზი, შუა საუკუნეების, ეკლესია და ციხე–სიმაგრეა, რომელსაც ერთი ლეგენდა უკავშირდება. გადმოცემით, ეს მთა, ერთ დროს, გიგანტის, სახელად, კორმორანის სახლი იყო, რომელიც მიქცევის დროს, სანაპიროზე დადიოდა და პირუტყვს იპარავდა.

კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ კი, მხოლოდ მიქცევის დროს შეიძლება, როდესაც წყალი უკან იხევს და ქვით დაგებული გზა ჩნდება.


image


მხედრები ტემზაზე, ბრიტანეთიimageimage


მდინარის პირას, მოქცევის დროს გავლისას, ალბათ ვერავინ შენიშნავს წყლიდან ამოყოფილ თავებს. იქ ოთხი მხედრის ქანდაკებებია, რომლებიც წყლიდან, დღეში 2–ჯერ «ამოდიან». აღნიშნული ქანდაკებების ნახვა ლონდონში, ვოქსჰოლის ხიდთან შეიძლება. ეს სკულპტურები ჯეისონ დე კერ ტეილორმა შექმნა, რათა ხალხი ეკოლოგიის საკითხზე დაეფიქრებინა.
image


დუ გოისის გადასასვლელი (Le Passage du Gois), საფრანგეთიimageimage


დუ გოისის გადასასვლელი — არის გზა, რომელიც ბურნიფის ყური ფსკერზე გადის და ის ერთმანეთთან, საფრანგეთის კონტინენტურ ნაწილს და კ. ნუარმუტიეს აკავშირებს. ეს გზა ერთ–ერთ ყველაზე სახიფათო გზად ითვლება მსოფლიოში: დღეში 2–ჯერ, მოქცევის დროს, 4, 5 კილომეტრის სიგრძის გზა, 4 მ. სიმაღლის წყლის ფენით იფარება. გზის დასაწყისში და ბოლოს დამონტაჟებულია სპეციალური მრიცხველი, რომელიც მოქცევამდე დარჩენილ დროს აჩვენებს, ხოლო გვერდებზე, საგანგებო სიტუაციებისთვის, კოშკურები აქვს.
image


ანგელოზის გზა, იაპონიაimageimage


იაპონია — საოცარი და რომანტიკული ქვეყანაა და გასაკვირი არ არის, რომ სწორედ იქ მდებარეობს «ანგელოზის გზა», რომლის სიგრძე 500 მ–ია. ეს ულამაზესი ადგილი კ. სიკოკუს ჩრდ. ნაწილშია (კაგავის პრეფექტურა) და მისი ნახვა მხოლოდ ზღვის მიქცევის დროს შეიძლება. იაპონელებს სჯერათ, რომ თუ წყვილი მას ხელჩაკიდებული გაივლის, მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება.

imageარხის სხვა სიახლეები:


* რატომ უნდა ვთქვათ პურზე უარი – 5 მიზეზი

* ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი

* უნივერსალური გამწმენდი საშუალება, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში! (თან ძალიან იაფი)

* როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად თაფლის მეშვეობით

* 30 საინტერესო ფოტო ჩვენი წარსულიდან

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ყველასთვის ცნობილი ადამიანების შესახებ


0
841
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
841
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0