ელ. წიგნები ელექტრო ნათურის გამოყენება აკრძალულია.... ეს და სხვა მრავალი აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან! 2016, 21 დეკემბერი, 13:19 ონლაინ ჟურნალ - Mentalfloss -მა გამოაქვეყნა საინტერესო აკრძალვები მსოფლიოს ყველა კუთხიდან! დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ამ საინტერესო და ამავდროულად უჩვეულო აკრძალევებს...
1. ელექტრო ნათურა - ელექტრო ნათურები გადაშენების პირას დგანან. კუბა არის ლიდერი ქვეყანა ამ სფეროში, სადაც ელექტრო ნათურების არსებობა, თითქმის ძირ-ფესვიანად შეწყდა. ელექტრო ნატურების გამოყენება-გაყიდვა, 2005 წლიდან კუბაში აიკრძალა. ქვეყენა ძალიან სწრაფად გადავიდა ფლოურესენციულ ნათურებზე. კუბის შემდეგ, 2010 წელს არგენტინაშიც ძალა შევიდა იგივე კანონი, გარდა ამისა ბოლო წლებში ევრაზიულ ქვეყნებმაც მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ელექტრო ნათურები სამუდამოდ მოაშორონ საზოგადოებას.
2. კეტჩუპი, სკოლის სასადილოებში - საფრანგეთმა, 2011 წლიდან აკრძალა სკოლის სასადილოებში კეტჩუპების გაყიდვა. მიზეზი, როგორც წარმოგვიდგენია ჯანმრთელობისთვის უსარგებლოობის გამო არაა... უბრალოდ ქვეყნის სასადილო კულტურის შესანარჩუნებლად. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ფრანგები, შემწვარ კარტოფილზე ხშირად ხმარობენ კეტჩუპს.
3. ლომის ფაფარი - ირანმა, 2010 წელს აკრძალა ძალიან ბევრი თმის სტილი. მათ შორის ცხენის კუდი და ლომის ფაფარი.
4. პლასტიკური ჩანთები - ბანგლადეშმა, 2002 წლიდან ქვეყენაში პლასტიკური ჩანთების გამოყენება, შეძენა-გაყიდვა აკრძალა. იგივე კანონი შემოიღო 2007 წლიდან საფრანგეთმა, ტანზანიამ და მექსიკამ. როგროც ცნობილია, დამდეგ 2017 წლიდან, აიკრძალება ლოს ანჯელესშიც(აშშ).
5. ცემა-ტყეპა - აშშ-ს 19 შტატის სკოლებში აიკრძალა ცემა-ტყეპა, თუმცა სხვადასხვა შტატებში, სადისტური საქციელი ჭარბობს. შვედეთში 1979 წლიდან მშობლებს არ აქვთ შვილის ცემის, ან უბრალოდ ზედმეტად ხელის დადების უფლებაც.
6. საღეჭი რეზინა - 1992 წლიდან მოყოლებული, დღემდე სინგაპურში საღეჭი რეზინის გაყიდვა-შეძენა აკრძალულია. 2004 წელს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა, რადგან სამედიცინო კვლევების შედეგად, საღეჭი რეზინის დადებით თვისებები დადგინდა. თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე საღეჭი რეზინის დაღეჭვა, კანონით ისჯება!
7. ბავშვის უცნაური სახელები - დანიაში, ახალ ზელანდიასა და შვედეთში, ბავშვებისთვის უცნაური, დღემდე გაუგონარი სახელების დარქმევა აიკრძალა. დანიაში მშობლებმა ბავშვის სახელის ასარჩევად ეკლესიას უნდა მიმართონ, ხოლო შვედეთსა და ახალ ზელანდიაში, ბავშვის სახელების არჩევა სპეციალური ბიუროს საშუალებით ხორციელდება.
8. სიგარეტი - მოვედით ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემამდე. სიგარეტი, ეს სიკვდილის ელექსირი ალბათ ყველა ქვეყანაში კანონით უნდა აიკრძალოს, როგორც ბუტანში. ქვეყანა აზიის კონტინენტის ყველაზე ბედნიერი და მხიარული ქვეყანა, გამომდინარე იქიდან, რომ ბუტანში მოწევა აკრძალულია ყველგან.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1-რას ნიშნავს იყო ბავშვი და ისიც სირიაში! (ყველაზე დრამატული ფოტოები) 2-აზოვის ზღვის საუკეთესო მებრძოლი ქალები - ამაზონები! 3-8 საოცარი რეკორდი, სქესობრივი კავშირის შესახებ, რომელიც "პირდაღებულს" დაგტოვებთ! 4-ქვეყნები, რომლებმაც 2016 წელს ყველაზე ბევრი ფული დახარჯეს იარაღსა და ტექნიკაზე! 5-დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქალაქები! 270 6-ს მოსწონს
|