x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
10 ნივთი, რომლებსაც ოჯახში უბარაქობა მოაქვს
ალბათ ბევრი თქვენგანი მიიჩნევს, რომ უბარაქობა მხოლოდ ცრურწმენაა, თუმცა თითქმის ყველას ცხოვრებაში დამდგარა "შავი ზოლების" პერიოდი, როგორც ამას რუსები იტყვიან ხოლმე (черная полоса). ამ დროს ყველაფერი ხელიდან გვიცვივა, რაღაც გეგმიურად ვერ მიდის და თავისთავად განწყობაც ფუჭდება. ვიწყებთ მიზეზების ძებნას თუ რატომ დაგვიდგა უიღბლობის პერიოდი? პასუხი კი შესაძლოა ძალიან მარტივი აღმოჩნდეს– საკუთარი ხელით შეგვიძლია უარყოფითი ენერგია და უიღბლობა ჩვენს გარშემო მხოლოდ და მხოლოდ იმ უსარგებლო ნივთებით გამოვიწვიოთ, რომლებიც სახლში გვაქვს.


იმისათვის, რომ აღდგეს ჰარმონია და გაიფანტოს ქაოსი, მოაშორეთ სახლიდან შემდეგი ნივთები:

image


1. "მკვდარი" ნივთები. მკვდარ ნივთებში იგულისხმება გამხმარი ყვავილები, ნიჟარები, ცხოველის ფიტულები და ა.შ. "მკვდარ ნივთებს" შეუძლიათ უარყოფითი ენერგიის გამოყოფა თქვენს სახლში, რაც შესაბამისად ნეგატიურ აურას და უიღბლობას იწვევს. ამიტომ გადაყარეთ მსგავსი ნივთები სახლიდან. რაც შეეხება ნიჟარებს კი, ხშირად გაწმინდეთ ისინი.




2. ბუნებრივი კატასტროფების ამსახველი ფოტომასალა. ეს მხოლოდ გლობალურ კატასტროფებს არ ეხება; ყველა ფერწერა, რომელიც ასახავს ძლიერ წვიმას, თოვლსა და ა.შ, არ იწვევენ დადებით ემოციებს და შედეგად აისახება ოჯახის აურაზე.



3. დაუწყვილებელი ნივთები. დაუწყვილებელ ნივთებში მაგალითისთვის გეტყვით, რომ ითვლება თუ აივანზე ინახავთ ერთ ცალ თხილამურს; წყვილიდან ერთ კედს, რომელიც ძალიან გიყვარდათ და "სუვენირად" შეინახეთ და ა.შ. ეს ყველაფერი მოისროლეთ ნაგავსაყრელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითი აურა ოჯახში მუდამ იქნება.



4. გაჩერებული საათი. გაჩერებული საათი ძალიან ცუდის ნიშანია, ამიტომ ვისაც გაქვთ ოჯახში, აუცილებლად ეცადეთ შეაკეთოთ, გამოუცვალოთ ელემენტი, მაგრამ თუ შეკეთება არ ხერხდება, აუცილებლად გათავისუფლდით მათგან.



5. გაცვეთილი ცოცხი. ნუ დაგენანებათ გაცვეთილი ცოცხის გადაგდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თქვენს ოჯახში ფინანსურ სიდუხჭირეს გამოიწვევს.



6. ფოტოები, რომლებიც არ იწვევენ თქვენში დადებით ემოციებს. აბსოლიტურად ყველაფერი, რაც კი თქვენში უარყოფით ემოციებს იწვევს, გადაყარეთ სახლიდან.



7. ყველა ნივთი, რომელიც არ გამოგიყენებიათ 3 წელზე მეტია. მსგავსი ნივთები ოჯახში ხელს უწყობს ინერტულ ენერგიას დაგროვებაში, რაც აფერხებს თქვენს გარშემო განვითარებას. ამიტომ ნუ შეინახავათ მსგავს ნივთებს თუ კი მათ არ იყენებთ და არც აპირებთ გამოიყენოთ.



8. გატეხილი მინა, სარკე... მინა და სარკე სიმბოლურად უსაფრთხოების სიმბოლოს წარმოადგენს, თუმცა თუ ის გატეხილი ან გაბზარულია, მაშინ დიდი უარყოფითი ენრგეტიკის მიზეზი ხდება. ყოველთვის ადევნეთ თვალყური ოჯახში მსხვრევად ნივთებს, რათა უზრუნველყოთ მათი სიმთელე.



9. წვრილმანი ნივთები ჯიბეებსა და ჩანთაში. როგორც ამბობენ, წვრილმანებიდან იწყება დიდი პრობლემები. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში იყოს ჰარმონია, მოიშორეთ მსგავსი წვრილმანები.



10. ძველი ნივთები. ასევე უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელია ტანსაცმელი, რომელთაც ქალიშვილობის დროიდან და მრავალი წლის მანძილზე უმოქმედოდ ინახავთ იმ იმედით, რომ შვილებს გამოადგება, გახდებით (გასუქდებით) და ჩაიცვამთ, ა.შ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს მოსაზრებაც მცდარია, აუცილებლად გააჩუქეთ მსგავსი ტანსაცმელი, რადგან ისინი უმოქმედობით უარყოფით ენერგიას იძენენ და შედეგი აისახება ოჯახზე.



0
11270
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
11270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0