x
image
t.x.
გაფრთხილება მშობლებს: სუპერმარკეტში საბედისწეროდ დასახიჩრებული ბავშვი- ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს
image
ორი წლის პატარა სამუდამოდ დასახიჩრდა. ბავშვი დედასთან ერთად მანჩესტერში ცხოვრობს. პატარა აიმან ფეისალი დედასთან, სამირასთან ერთად სუპერმარკეტში იყო. დედა ნივთების შერჩევით იყო გართული, ამ დროს კი პატარა, რომელიც მის უკან იყო ქვედა თაროზე დადგმულ ბოთლს მისწვდა და პირში მოიყუდა. მასში დასუფთავებისთვის განკუთვნილი სითხე იყო, რომელიც კაუსტიკურ სოდას შეიცავდა. აიმანმა საშინელი დამწვრობა მიიღო: საყლაპავი მილის, სასუნთქი გზების და პირის.

დედა გვიამბობს, რომ რამდენიმე ნივთის საყიდლად იყო შესული მაღაზიაში, ბავშვი კი ეტლში ჰყავდა ჩასმული და შეკოჭილი.
image

ამბობს, რომ პატარა სულაც არ იყო უყურადღებოდ მიტოვებული. ის დაიხარა რაღაც ნივთის ასაღებად და რომ შემობრუნდა, ბავშვს გალურჯებული ტუჩებიდან სისხლი სდიოდა. მან ვერც კი გაიგო ბავშვს რა დაემართა ან საერთოდ რა მოხდა. იხსენებს როგორ ყვიროდა და მაღაზიის თანამშრომლებს სასწრაფო დახმარებაში დარეკვას სთხოვდა. ძალიან იყო შეშინებული, რომ ბავშვი არ მომკვდარიყო. პატარა მანჩესტერის საბავშვო საავადმყოფოში გადაიყვანეს და თვეზე მეტი ინტენსიური თერაპიის, მომდევნო ექვსი თვე კი ჩვეულებრივ პალატაში გაატარა. ექიმები იძულებულები გახდნენ, რომ მილი ჩაედგათ, რის გარეშე ვერც სუნთქვას და ვერც ჭამას ვერ მოახერხებდა.

აიმანი ახლა ექვსი წლისაა და ვერ ლაპარაკობს, სვამს მხოლოდ სპეციალურ რძეს საკვები დანამატებით და იმასაც მილის საშუალებით ასხამენ. უფროსებთან კონტაქტს ჟესტების საშუალებით ახერხებს. image

დედას, მაღაზიის მეპატრონეს და სითხის მწარმოებელ ფირმას შორის კი გაუთავებელი სასამართლო დავაა გაჩაღებული. სამირა მათ აქამდე უჩივის. დაზარალებულის ადვოკატი მაღაზიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ასეთი სითხეები არ უნდა იყოს მოთავსებული ისეთ ადგილზე, სადაც ორი წლის ბავშვი ადვილად შესწვდება. ბოთლს კი არ უნდა ჰქონოდა ისეთი თავსახური, რომ მისი მოხდა შესძლებოდა. ისინი დაუკავშირდნენ სხა ბავშვის მშობელს, რომლის გოგონაც ანალოგიური პროდუქტის დალევის შედეგად დაზიანდა. მანაც განაცხადა, რომ ბავშმა შეძლო თავი აეხადა ბოთლისთვის.


ჯერაც უცნობია, როგორ დამთავრდება დავა, ბავშვი კი სავარაუდოდ ლაპარაკს ვერასოდეს შესძლებს. ქალბატონი ფეისალი ყველა დედას აფრთხილებს, რომ ფრთილად იყვნენ ანალოგიურ შემთხვევებთან.image

0
540
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0