x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა მავნებლობა გააჩნია ჭარბ სითხეს ორგანიზმში და როგორ გამოვდევნოთ მარტივად- აუცილებლად გაითვალისწინეთ!
ჭარბი სითხე ორგანიზმში, ეს არის დაავადება, რომელიც წარმოიშობა არასწორი ცხოვრების რეჟიმის შემთხვევაში. ბევრი თქვენგანი იფიქრებს, რომ ეს წყლის ჭარბი მიღების შედეგია, თუმცა ეს ასე არ არის. ორგანიზმში როდესაც ზედმეტი რაოდენობის სითხეა, ხდება შებერილობა, შეშუპება და დასიება.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ არაერთხელ გაიცა რეკომენდაციები წყლის სწორი მიღების შესახებ, რომ მამაკაცების დღიური ნორმა 3, 7 ლიტრია, ხოლო ქალბატონებისთვის კი 2, 7 ლიტრი, თუმცა ამ სქემას მსოფლიო მოსახლეობის 30% თუ იცავს.


თუ კი თქვენი ორგანიზმი წყალს შეიცავს ჭარბი რაოდენობით, გარდა იმისა, რომ შეშუპებასა და შებერილობას იგრძნობთ, იცოდეთ, რომ მომატებული გექნებათ სისხლში ნატრიუმის რაოდენობა, რაც აუცილებლად გახდება მრავალი დაავადების მიზეზი. ჭარბი სითხის დაგროვება კი შეიძლება განპირობებული იყოს ჰორმონალური და სხვა მედიკამენტების მიღების ან გულისა და თირკმლის დაავადების შედეგად. ამისათვის კი თქვენ სითხის მიღების შემცირება კი არა, შემდეგი მარტივი 8 პროცედურის ჩატარება მოგიწევთ, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.


image

1. აწიეთ ფეხები ზევით და გაჩერდით ამ პოზიციაში განსაზღვრული დროის მანძილზე, რაც ხელს შეუწყობს ფეხებსა და მუხლებიდან სითხის გამოდევნას.

2. რაციონში მარილი ჩაანაცვლედ მწვანილით- როზმარინი, ორეგანო, ქონდარი და სხვა.


3. შეზღუდეთ ტკბილეული, რადგან სითხის შეკავება ორგანიზმში ინსულინის გარკვეული რაოდენობით არსებობის გამო ხდება.

4. ბანანი, ჩირი, ისპანახი- აი ნამდვილი სადილი.

5. ჩაი და ოხრახუში ერთად იდეალური საშუალებაა თქვენი ორგანიზმის ზედმეტი სითხისგან გასაწმენდად.

6. ნიორი ასევე ეხმარება როგორც ზედმეტი სითხის გამოდევნას, ასევე დევნის ტოქსინებს.

7. მიიღეთ შტოშის წვენი, რომელიც საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა.

8. სიარული, ცურვა, ველოსიპედით მგზავრობა- ეს ყოველივე, ანუ ფიზიკური აქტივობა ეხმარება ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ოფლის სახით.


P.S. თუ კი ზემო აღნიშნული რჩევები ვერ გიშველით, აუცილებლად მიმართედ ექიმს. ჯანმრთელობას გისურვებთ.



იხილეთ აგრეთვე:



* რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? (განავალი)

* 10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გაქვთ

* 4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან!

* გამოდევნეთ ტოქსინები და დაიკელით წონაში მხოლოდ 48 საათში

0
1210
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0