ელ. წიგნები საინტერესო ფაქტები, ქვეყნებთან და ქალაქებთან დაკავშირებით - ეს უნდა იცოდეთ, სასარგებლოა! 2016, 16 დეკემბერი, 2:02 შანხაი - 24 000 000 მაცხოვრებლით, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია. ვატიკანი - 900 მაცხოვრებლით, მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქალაქია. Death Valley -ის ეროვნული პარკი - არის მსოფლიოს ყველაზე ცხელი ადგილი. ამ ტერიტრიაზე, ტემპერატურა 56 გრადუსს აღემატება. აღმოსავლეთ ანტარქტიდის პლატო, მსოფლიოს ყველაზე ცივი რეგიონია. ამ ტერიტორიაზე, ტემპერატურა -135 გრადუსამდე ეცემა. მსოფლიოს უმაღლესი წერტილი, ევერესტის მწვერვალია, რომელიც ზღვის დონიდან 8848 მეტრის სიმაღლეზეა. ჰონგ კონგი - 107 IQ საშუალო შეფასებით, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ამ ქალაქში ცხოვრობენ. ჰონგ კონგის საპირისპიროდ, ყველაზე ნაკლებად გონიერი ხალხი ეკვატორულ გვინეაში ცხოვრობენ, მათი საშუალო IQ შეფასებულია 59 -ით. მსოფლიოს ყველაზე ღრმა ზონა არის მარიანას ღრმული, რომელიც მდებარეობს იაპონია, ინდონეზია და ფილიფინების სამკუთხედში. ადგილი ზღვის დონიდან, 11 000 მეტრით დაბლა მდებარეობს. ჰოლანდიის ქალაქი გრონინგემი არის ველოსიპედების დედაქალაქი. მოქალაქეების 50% ქალაქში ველოსიპედით მოძრაობს. ყველაზე მეტი საკვები მსოფლიოში, აშშ-ში იხარჯება.
სირიის ქალაქი დამასკო, 11 000 წლიანი წარსულით, მსოფლიოს ყველაზე ძველი ქალაქია. ატაკამას უდაბნო, მსოფლიოს ყველაზე მშრალი ადგილია. ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, იხარჯება ყველა ნაკლები ელექტრო ენერგია სხვა ქალაქებისგან განსხვავებით. ქალაქი სარგებლობს გეოთერმყლუ ჰესებით. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქი, იაპონიის დედაქალაქი - ტოკიოა. რაც შეეხება, მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქალაქს, ეს არის დემოკრატიული კონგოს დედაქალაქი - კინშასა. მსოფლიოს ყველაზე "ძვირი" ადგილი სინგაპურია. ამ ქვეყენაში წყალი 1 ლიტრა წყალი, ჩვენი ფულით 3.5 ლარი ღირს. რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე "იაფ" ქალაქს, ეს ინდოეთის ქალაქი -მუმბაია.
მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად პოპულარული ქვეყანა ირანია. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ქვეყანა გერმანიაა. ნორვეგიაში ცხოვრობენ ყველაზე ნაკლებად დეპრესიული ადამიანები. 76 000 000 კატით, აშშ მსოფლიოში ლიდერობს. 61 000 000 ძაღლით, აშშ ამ კატეგორიაშიც ერთპიროვნული ლიდერია. 150 ქვეყანას შორის, ჩატარებულ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფილიპინები ყველაზე ემოციური ქვეყანაა. მსოფლიოში ყველაზე მეტი ფოტო გადაღებულია, ნიუ იორკში მდებარე გუგენჰეიმის მუზეუმთან. მსოფლიოს ყველაზე ფართო ინტერნეტ-სტრუქტურით სარგებლობს, სამხრეთ კორეის დედაქალაქი -სეული. მსოფლიოში ყველაზე მეტად მზის ენერგიას იღებს ქალაქი იუმა, რომელიც მდებარეობს აშშ-ს არიზონას შტატში. შვედეთში ყველაზე მეტი კოფეინის მომხმარებელია. ყველაზე მეტ სტუმარს, ინგლისის დედაქალაქი ლონდონი მასპინძლობს. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ერი, სამხრეთ სუდანში ცხოვრობს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
2 -იაკუტაში "სიცოცხლე გაიყინა".... 3 -დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქალაქები! 879 5-ს მოსწონს
|