x
image
ციცი
Mediator image
როგორია დედოფალ ელიზაბეტის ცხოვრება ბუკინგემის სასახლეში
imageბუკინგემის სასახლე მდებარეობს ლონდონში, ინგლისში. იგი
აშენდა დაახლოებით 1705 წელს. იგი ცნობილია, იმიტომ რომ იქ ცხოვრობს ინგლისის დედოფალი ელიზაბეტი. იგი დედოფალი გახდა 1952 წელს. ეს სასახლე არის ძალიან დიდი და ლამაზი .მის თავზე ფრიალებს დროშა, მაშინ როდესაც დედოფალი იმყოფება სასახლეში. დედოფალი და მისი ოჯახი ცხოვრობენ სასახლის მესამე სართულზე . დედოფალს საკუთარი ოფისი აქვს სასახლეში და პრეზიდენტები, მეფეები და პოლიტიკოსები მიდიან მასთან შესახვედრად მის ოფისში. ელიზაბეტი იწვევს ხშირად მნიშვნელოვან ადამიანებს სასადილოდ სასახლეში. მას აქვს ასევე სამი ბაღი ზაფხულის წვეულებებისთვის და სტუმრების რაოდენობა წვეულებებზე შეადგენს დაახოლოებით 9000 ადამიანს.

ბუკინგემის სასახლე გამოიყურება, როგორც პატარა ქალაქი. მას აქვს პოლიციის სადგური, საავადმყოფო, ორი ფოსტა, საცურაო აუზი,

კინო-თეატრი, ორი სპორტული დარბაზი და ტბა. სასახლეში არის 600 ოთახი . იქ მუშაობს 400-მდე ადამიანი. ორ ადამიანს აქვს ძალიან უჩვეულო სამუშაო. ისინი უვლიან საათებს . სულ 300 საათია.image

დედოფალი ელიზაბეტის დღე იწყება დილის შვიდ საათზე. შვიდი ადამიანი უვლის მას. ერთი ადამიანი ამზადებს მის აბაზანას, სხვები კი ამზადებენ მის ტანისამოსს. კიდევ სხვა ადამიანები უვლიან მის ძაღლს. ძაღლს საჭმელს უდებენ ღრმა თეფშში ვერცხლის კოვზთან ერთად. რვის ნახევარზე დედოფალი საუზმობს თავის ქმარ ფილიპთან ერთად. ისინი მიირთმევენ რძიან ყავას . საუზმის განმავლობაში შოტლანდიური მუსიკა უკრავს გარეთ. ამის შემდეგ დედოფალი მუშაობს თავის ოფისში დარჩენილი დღის განმავლობაში.


შემდეგ სადილობს და მიდის საავადმყოფოების, სკოლების და ახალი შენობების მოსანახულებლად.

ასეთი საინტერესოა დედოფალი ელიზაბეტის ცხოვრება.image

0
359
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0