ქალი და მამაკაცი რატომ არ ქრება თმა ჩვენი სხეულიდან სამუდამოდ? 2016, 15 დეკემბერი, 9:11 ბევრი ქალი ნამდვილად უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ გამუდმებით ფეხის გაპარსვა უწევს. საქმე უფრო მეტია მაშინ, თუ ფეხი გრძელია, ან მომცრო. მართალია ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო წინ წაწია თავის მოვლის პრაქტიკულობა და არსებობს სპეციალური ცენტრები, სადაც ფეხის ეპილაციას ახდენენ და შედეგად კვირების მანძილზე ვთავისუფლდებით მომაბეზრებელი პროცედურისგან, რომელიც სახლის პირობებში ყოველ 3–4 დღეში გვიწევდა, თუმცა ამ მიზეზის ბოლომდე აღმოფხვრის და ამოძირკვის გზები ჯერ ვერავინ გამონახა. მეცნიერებმა კი დაადგინეს მიზეზი, თუ რატომ არ ქრება თმა სამუდამოდ ჩვენი სხეულიდან და რა როლს ასრულებს ის ზოგადად.
Sheffield–ის უნივერსიტეტის სწავლულებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა Michael Siva-Dzhouti, დაადგინეს თმის აუცილებლობა და ვერ გადაშენების ფაქტორები. თმა ძალიან დიდ როლს თამაშობს პარაზიტებთან ბრძოლის წინააღმდეგ. თმის თითოეული ღერი ჩვენს სხეულზე დაკავშირებულია ნერვულ დაბოლოებებთან, ამიტომ პარაზიტების მოხვედრა, რომელთაც სურთ ჩვენს კანზე შეღწევა, თმა და ნერვული დაბოლოებები მაშინვე გვაგრძნობინებს. მკვლევარებმა ასევე ჩაატარეს უჩვეულო ექსპერიმენტები, სადაც მონაწილეობა მიიღო 10–მა სტუდენტმა გოგონამ და 19–მა ბიჭმა. ყველა მათგანს ცალი ხელი ბოლომდე გაპარსეს და დაასვეს პარაზიტები, მათ შორის სისხლის მსმელი და ასევე საწოლის ტკიპი–პარაზიტები. ყველა მათგანი მხოლოდ იმისკენ იყო მიმართული დაედოთ ბინა მათ სხეულზე, თუმცა ექსპერიმენტს თვალყურს ადევნებდნენ და პარაზიტებს ამის საშუალება არ მისცეს, საბოლოოდ კი არცერთმა სტუდენტმა არ იზარალა. ექპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხელზე, რომელიც არ იყო გაპარსული, პარაზიტების კანზე შეღწევადობა 30%–ით შემცირდა ვიდრე ხელზე, რომელიც მათ გაპარსეს. (ანალოგი სიტუაცია ხდება სხეულის თმიან სხვა ნაწილებშიც). დასკვა– თმა ჩვენი ორგანიზმისთვის გაფრთხილების და თავდაცვის სისტემაა და მისი გაქრობა გამორიცხულია, ევოლუცია კი, რომელიც სხეულიდან თმის სრულ მოცილებას (დროებით) გულისხმობს, მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იხილეთ აგრეთვე: * რატომ არ უნდა გაიპარსოთ ინტიმური ადგილები 545 14-ს მოსწონს
|