საზოგადოება ბენ აფლეკი თავის შვილებზე და ჯენიფერ გარნერზე: ,,ის უდიდესი დედაა მსოფლიოში" 2016, 14 დეკემბერი, 17:26 ![]() ნიუ-იორკში ბენ აფლეკმა წარადგინა თავისი ახალი ფილმი “ღამის კანონი" და მისცა ინტერვიუ, სადაც გააკეთა განცხადება თავის ურთიერთობაზე ჯენიფერ გარნერთან და კიდევ რატომ არ მიჰყავთ ბოლომდე განქორწინების პროცესი. ![]() ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს 44 წლის მსახიობს, რომელი იყო ყველაზე ღირსშესა- ნიშნავი მომენტი მის ცხოვრებაში, რაზეც ბენმა უპასუხა: ჩემს კარიერაში და ასევე სხვა სფეროებშიც ეს არის ჩემი შვილების დაბადება და მათი პირველი ნაბიჯები. სიხარულს მანიჭებს მათი გვერძე ყოფნა. მე ვფიქრობ, ცხოვრების აზრი იმაშია, რომ გაზარდო კარგი ადამიანები ამბობს აფლეკი. ![]() ინტერვიუში არ დავიწყებია ესაუბრა თავის მეუღლეზეც, რომელსაც მან “ მსოფლიოში უდიდესი დედა" უწოდა. შეგახსენებთ, მსახიობების წყვილი ერთად ზრდის სამ შვილს: 11 წლის ვიოლეტას, 7 წლის სერაფინს და 4 წლის სამუელს. მშობლები ცდილობენ მათ ააცილონ ყველანაირი პრობლემა. აქტიურად მონაწილეობენ შვილების აღზრდაში, როგორც დედა, ასევე მამაც. ამ ყველაფერს ისე კარგად აკეთებენ, რომ დასავლელი ჟურ- ნალისტები აცხადებენ მათი ოჯახის აღდგენაზე და ასევე ჯენიფერის ორსულობაზე. 118 6-ს მოსწონს
|