თურმე ის, თუ როგორ ხართ მოკალათებული წიგნის კითხვისას, მეტყველებს თქვენი ხასიათის თავისებურებებზე:
1. კითხვის დროს თავი ხელზე გაქვთ დაყრდნობილი - მშვიდი ხართ, თქვენში ჰარმონია სუფევს. რთულია თქვენი აღელვება. მაგრამ ამის გამო ყველგან ერთნაირი ხართ - ოჯახში, მეგობრებთან, სამსახურში. ცოტა გამოცოცხლება და გააქტიურება არ გაწყენდათ;
2. კითხვის დროს ხელები მუხლებზე გაქვთ დაწყობილი - თქვენ მუდმივად გეშინიათ იმის, რომ თავს ვერ გააკონტროლებთ და ისეთ რამეს ჩაიდენთ, რაც თქვენს გულსა და გონებას ეწინააღმდეგება. საკუთარი თავის ასე შებოჭვა არ ღირს. უბრალოდ, ზომიერების დაცვაა საჭირო;
3. კითხვის დროს წიგნი ხელებით გიჭირავთ - ხართ ცივი, გულგრილი და აუღელვებელი. შეგიძლიათ ყოველთვის ოსტატურად აკონტროლოთ თქვენი ემოციები. თქვენ ატარებთ ნიღაბს, რომლითაც თავს იცავთ გარშემომყოფთა ზედმეტი ყურადღებისგან, რაც სულაც არ არის საჭირო. ცოტა უნდა მოეშვათ და განიტვირთოთ;
4. კითხვის დროს ხელები სახეზე გაქვთ შემოჭდობილი - ხართ ნერვიული, მგრძნობიარე და მერყევი ადამიანი. კითხულობთ დაძაბული და ზედმეტად ცდილობთ, თითოეული წინადადება სწორად გაიგოთ და დაიმახსოვროთ. ცოტა გიჭირთ კონცენტრირება. მაგრამ ამის გამო თავის გაკიცხვა არ არის საჭირო. სჯობს, მოეშვათ და დამშვიდდეთ, კითხვა ასე უფრო იოლი და სასიამოვნოა;
5. კითხვის დროს ფეხები სკამზე გაქვთ შემოწყობილი - თქვენ თითქოს წიგნებს თქვენი სურვილით კი არ კითხულობთ, არამედ თვითონ „გთხოვენ“ წაკითხვას და თქვენც იძულებით უთმობთ მათ დროსა და ყურადღებას. თუ ასე არ მიუდგებით კითხვას, ის უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება თქვენთვის;
6. კითხვის დროს წამოწოლილი ხართ - თქვენი მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლო ბავშვური გულუბრყვილობაა. ყოველთვის გაინტერესებთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ. გიყვართ იმ წიგნის სამყაროში გადასახლება, რომელსაც კითხულობთ (რასაც კარგად ახერხებთ). ხანდახან წაკითხულის მიხედვითაც კი ცხოვრობთ, ამიტომ არ უნდა დაივიწყოთ ზომიერება და ის, რომ რეალობა და გამოგონილი სამყარო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.