სიახლეები ამ შეცდომის გამო კარტოფილით 4 ადამიანი გარდაიცვალა! - როდის ხდება კარტოფილი მომწამვლელი 2016, 14 დეკემბერი, 15:16
კარტოფილი ყველასათვის საყვარელი პროდუქტია და ალბათ ვერავის წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მან ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. იგი ხომ ბევრი დიეტური კვების შემადგენობაში შედის და ხშირად, როცა სხვა პროდუქტებს ექიმი კატეგორიულად გვიკრძალავს, კარტოფილი ნებადართული რჩება. მაგრამ არსებობს ერთი შემთხვევა, როცა ეს უვნებელი ბოსტნეული სასიკვდილო საფრთხედ იქცევა და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ!
მარია ჩელიშევა 8 წლის ასაკში დაობლდა: მისი ოჯახის 4 წევრი ჩვეულებრივმა კარტოფილმა იმსხვერპლა. ერთ დღესაც, 42 წლის მიხაილ ჩელიშევი სარდაფში კარტოფილის ამოსატანად წავიდა. ამ ყველასათვის კარგად ცნობილ და ერთი შეხედვით უწყინარ პროდუქტს ოჯახი მთელი ზამთრის მანძიზე სარდაფში ინახავდა. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, რომ კარტოფილი დიდი ხნის დებისგან დამპალიყო. როცა გარკვეული დრო გავიდა და მამაკაცი არ დაბრუნდა, მის მოსაძებნად სარდაფში ახლა მისი მეუღლე, ნასტია ჩავიდა. აღარც ის დაბრუნებულა. მშობლების კვალს გაუდგა მათი 18 წლის ვაჟი, გეორგიც. როცა ოჯახის 3 წევრი სარდაფიდან არ დაბრუნდა, ნატიას შეშინებულმა დედამ, ირაიდამ საშველად მეზობელს დაუძახა. მაგრამ მის მოსვლას არ დაელოდა და თავადაც გადაწყვიტა სარდაფში ჩასვლა. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ირაიდამ სარდაფში შესვლისას კარი ღია დატოვა. სწორედ ამ მოქმედებამ იხსნა დაღუპვისგან 8 წლის მარია. "საბრალო გოგონას წილად ერგო ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი ეპოვა სარდაფში", - ჰყვება ადგილობრივი გამომძიებელი. ერთი თვის შემდეგ ანალოგიური ინციდენტი მოხდა ციმბირში, ბოსტნეულის საწყობში. ბაზის მფლობელმა ოთხ მტვირთავს ნება დართო ემუშავათ შენობაში, რომელშიც დამპალი კარტოფილი იყო. "შენობაში დამპალი ბოსტნეულის სუნი იგრძნობოდა. და ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ადამიანების სიკვდილი გამოიწვია მომწამვლელმა ნივთირებამ, რომელიც კარტოფილი ლპობის დროს გამოიყოფა", - ეწერა რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტის განცხადებაში. კარტოფილი შეიცავს გლიკოალკალოიდს - ტოქსიკურ შენაერთს, რომელიც გამომუშავდებს ბოსტნეულში გარკვეული დროის გასვლის შემდეგ და, რომელიც ძირითადად კანის ქვეშ განთავსდება. აღნიშნულმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დიარეა, უფრო მძიმე შემთხვევებში კი - კომა და სიკვდილიც კი! კარტოფილის მომზადების დროს კი, გლიკოალკალოიდი ნაწილობრივ იშლება. ასევე გაითვალისწინეთ: 1. არასოდეს გარეცხოთ მაღაზიაში ნაყიდი ქათამი! ეს ძალიან სახიფათოა! 2. იცით რომელია ამ ბანანებიდან ყველაზე სასარგებლო? - ბევრს გაუკვირდება! 3. დააკვირდით არის თუ არა კვერცხში ასეთი თეთრი ხაზი - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 4. საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ! 5. რისგან მზადდება სინამდვილეში კარტოფილის ჩიფსები - ეს უნდა იცოდეთ! 18491 6-ს მოსწონს 1-ს არა
|