ისტორია აზოვის ზღვის საუკეთესო მებრძოლი ქალები - ამაზონები! 2016, 13 დეკემბერი, 0:36 მსოფლიო ისტორიას როგორც მამაკაცების, ასევე ქალების გმირობაც ახსოვს. გმირებს შორის გამოირჩევიან ამაზონები, რომლებიც ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ. ლეგენდის თანახმად, ამაზონების არსებობდნენ ქრისტეს შობამდე XX-XII საუკუნეებში. მათი დედაქალაქი იყო თერმოდონი.
მითიურ მებრძოლ ქალებს, ამავდროულად ამორძალებსაც უწოდებდნენ. მითების თანახმად, ცხოვრობდნენ მეოტიდის (აზოვის) ზღვისა და პონტოს ზღვის სანაპიროზე ან მცირე აზიაში. შთამომავლობის შენარჩუნების მიზნით, ამორძალები უკავშირდებოდნენ უცხოტომელ მამაკაცებს და შემდეგ კვლავ სამშობლოში უშვებდნენ. ამის შემდეგ, თუ ვაჟი შეეძინებოდათ, მამასთან გზავნიდნენ, ხოლო ქალებს მეომრებად ზრდიდნენ.
როგორც ცნობილია, არაქალიშვილი ამაზონი, რომელსაც უკვე ჰქონდა სექსუალური გამოცდილება, სიამოვნების მისაღებად ნებისმიერ მამაკაცს იყენებდა. ზოგიერთი ძველი მითის მიხედვით, იმ მიზნით, რომ მარცხენა ძუძუს იარაღის ხმარების დროს ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე ამოწვავდნენ ხოლმე.
ლეგენდის თანახმად, ამაზონები ძველ საბერძნეთში ყველაზე ძლიერ მეომრებად ითვლებოდნენ. მათ ძალიან ბევრ ბრძოლაში გმირულად გაიმარჯვეს, ბევრჯერაც დაეცნენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, არასდროს ნებდებოდნენ.
ამორძალებთან მრავალი მითია დაკავშირებული. მაგალითად, ჰერაკლე იტაცებს ამორძალების დედოფლის — ჰიპოლიტას ქამარს. თეზევსი იტაცებს ამორძალების დედოფალს — ანტიოპეს და ცოლად ირთავს. ამორძალები, დედოფალ პენთესილეას მეთაურობით, ეხმარებიან ტროელებს ტროას ომის დროს, აქილევსი პენთესილეას კლავს ომში და სხვა.
ძველბერძნულ მითოლოგიის თანახმად, ამაზონები თავდაპირველად მამაკაცებს დაბადეისთანავე არ კლავდნენ, მათ ხელებს და ფეხებს კვეთავდნენ, შემდეგ მონად იყენებდენ, თუმცა ეს ყველაფერი მოგვიანებით მოსაბეზრებელი ხდებოდა. რამოდენიმე თაობის შემდეგ, დაბადებულ ბავშვებს გალიებში ამყწვევდნენ და ასეთ მდგომარეობაში ზრდიდნენ, როდესაც ბავშვები მამაკაცურ ასაკს უახლოვდებოდნენ, მათ საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდნენ, რათა ომებში წინა ფრონტზე გამოეყენებინათ...
ამორძალთა იარაღი იყო ორპირი ცული, მშვილდ-ისარი, შუბი, ნახევარმთვარისებრი ფარი. თქმულებები ამორძალების შესახებ შეიქმნა წინაბერძნულ საზოგადოებაში და უნდა ასახავდეს მატრიარქატის ეპოქას. ლეგენდამ პოპულარობა მოიპოვა შუა საუკუნეებში, კერძოდ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში, როდესაც მათი ადგილსამყოფელის ძებნაც კი დაიწყეს.
ამაზონების სახელთანაა დაკავშირებული ამერიკის უდიდესი მდინარის სახელწოდება „ამაზონი“. დღემდე არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ ოდესღაც დედამიწაზე მართლა არსებობდნენ ამაზონები(მებრძოლი ქალები, ამორძალები) თუმცა სამწუხაროდ ამ წუთისთვის რამოდენიმე ქანდაკების და ნახატის გარდა, რაიმე მინიშნება არ არსებობს!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1 -ჯადოვილის ბლოკადა - რეალური ამბავი, სამხედრო ისტორიიდან! 2 -რას ნიშნავს იყო ბავშვი და ისიც სირიაში! (ყველაზე დრამატული ფოტოები) 3 -9 საზარელი ფაქტი, რომელიც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს! 4 -ჰერაკლიონი - საიდუმლო, ჩაძირული ქალაქი! 5 -7 გიჟური ტექნოლოგია, რომელიც 2017 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება! 1042 6-ს მოსწონს
|