x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვისაც სადაც მოუნდება, იქ უნდა გაიხადოს და საკუთარი გენიტალიები საჯაროდ ათამაშოს?!– ნინო ლაბარტყავა სვანეთის ფონზე გაშიშვლებულ ბიჭზე
სულ რამდენიმე დღეა ფოტომ, სადაც შიშველი ქართველი ბიჭია გადაღებული სვანეთის ფონზე, მთელი სოც–ქსელი და სრულიად ქართველი ერი შოკში მოიცვა. საზოგადოებამ მის უხამს საქციელს გამართლება ვერ მოუძებნა და ქართული კულტურის შეურაცხყოფა მიაწერა, თუმცა საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ ამ საქციელზე რეაგირება სამართალდამცავებმა უნდა მოახდინონ. ამ დრომდე არ ცხრება ხალხთა აზრების დაფიქსირება მომხდართან დაკავშირებით.


image


სვანეთის მაცხოვრებელმა ბიჭებმა კი ფოტოს იდეის ავტორი იპოვეს და მომხდართან დაკავშირებით სახალხოდ ბოდიში მოახდევინეს: "ყველას დიდი ბოდიში, ვისაც ეწყინა და შეურაცხყოფა მივაყენე მაგ სურათით, კერძოდ სვანებს და სვანეთს, ძალიან მიყვარს ეს კუთხე, უკვე 4 წელია იქ ჩავდივარ და ანუ ცუდი განზრახვით არ გამიკეთებია". (იხილეთ ვიდეო)





მომხდართან დაკავშირებით საკუთარ აზრს სტატუსის სახით აფიქსირებს ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავაც, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ.


"დეედააა, როგორ ამოვიდნენ ესენი ყელშიიიიიი.....
აბა, ერთი ვატიკანში წაეწუწეთ და იქ გაიხადეთ, საკუთარი ჭუჭუები ხელში დაიჭირეთ და ეკლესიის ფონზე ფოტო გადაიღეთ. ამას რა რეაქციაც მოჰყვება მერე, დეტალურად დაწერეთ ოღონდ!
ან ჩაეწუწეთ ინგლისში და კულტურული ძეგლების ფონზე გადაიღეთ ტიტვლებმა ფოტოები (სიწმინდეები თქვენ არ გწამთ და ძეგლებით ვილაპარაკოთ, კი ბატონო!). რა რეაქციასაც მიიღებთ ადგილობრივი სამართალდამცავებისგან, ესეც კარგად და მკაფიოდ დაწერეთ მერე!
შიშვლად ყოფნაზე საფრანგეთში რომ 15 ათას ევროიან ჯარიმას აგაკრავენ, ამაზე უკვე არაერთხელ დავწერე!
მაინც და მაინც იქ რატომ გიდგებათ გახდა–ჩახდაზე, სადაც იცით, როგორი ადათ–წესებით ცხოვრობს ხალხი და სადაც ამდენი სიწმინდეა?
ესე იგი, ვისაც სადაც მოუნდება, იქ უნდა გაიხადოს და საკუთარი გენიტალიები საჯაროდ ათამაშოს? რამ გაგაცხოველათ და რამ გაგაგიჟათ, თქვენი შეგნება ვატირე?? რა ზეზვაობა აგიტყდათ? რომელი საუკუნეა??
გამოდით და ბარემ სახალხოდ დაიწყეთ მოფსმა! გამოდით და ბარემ სახალხოდ დაკავდით სექსით! გამოდით და ბარემ ქუჩაში იარეთ შიშვლებმა!
ვინ როგორ ფოტოს გადაიღებს და ატვირთავს, ეს არავის საქმე არაა, რაზეა საუბარი? ვინ რას შვება თავის ინტიმურ ცხოვრებაში, ეს არავის საქმე არაა, რაზეა საუბარი?
მაგრამ!
ეს ყველაფერი იმიტომ არის პირადი, რომ არ არის საჯარო და არ უნდა იყოს საჯარო! ტანსაცმელი იმიტომ გვაცვია, რომ საკუთარი გენიტალიები დავფაროთ და პირველყოფილი ადამიანებივით არ ვიბოდიალოთ ქუჩაში!
საკუთარ პირად სივრცეში მე რასაც ვიზამ, ეს ჩემი საქმეა, ისევე, როგორც სხვა რასაც იზამს, ეს მისი საქმეა! ამას არ უნდა დიდი ახსნა–განმარტება!
მაგრამ როცა საზოგადოებაში ხარ, როცა ისეთ ადგილზე ხარ, სადაც იცი ადგილობრივების განწყობები და წეს–ჩვეულებები, კეთილი უნდა ინებო და პატივი სცე იმ საზოგადოებას!
რა არის ამაში "სიბნელე" და გაუგებარი???
აღარ გრცხვენიათ საერთოდ არაფრის??
მე არ ვარ მორალისტი, რომ ვინმეს მორალისკენ მოვუწოდო, ყველას ჩვენი გაგება და აღქმა გვაქვს ამ ცნების, მაგრამ არის რაღაც, რაც ზედმეტია და რისი გაკეთებაც ზედმეტია! არის რაღაც ზღვარი, რაც ცხოველებისგან განგვარჩევს ადამიანებს და ამ ზღვარს უკვე ბევრი თქვენგანი ლახავს, ვინც საჯაროდ გაშიშვლებას იწონებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს!
ვაი, თქვენს პატრონს უბედურს?!
გახდა–ჩახდა მე ვიცი ინტიმურ სივრცეში და არა საქვეყნოდ!
თქვენი ძალად "პრადვინუტი" დედები კი ვატირე მე!!!" –წერს ნინო.


image

5
1067
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1067
  
2016, 11 დეკემბერი, 0:54
საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების ვინც იმ "შლეგს" იცავს, რაო კონსტიტუციამ ერთის უფლება დაიცავით მეორის ხარჯზეო?!
სვანეთში არაა ნუდისტური პლიაჟი ტიტლიკანებმა რომ ირბინონ და იპოზიორონ.
პოლიციას უნდა დაეკავებინა საზოგადოებაში არაეთიკური და უხამსი ქმედების გამო...
2016, 10 დეკემბერი, 23:10
შარშანწინ რიჰანაც ხომ გამოაძევეს თუ არ ვცდები ტაჯმაჰალთან რომ მოინდომა ფოტოსესია, მუსულმანებმა განუცხადეს ტაძარში არის დაუშვებელი ტერიტორიები, სადაც ფოტოს გადაღება ჩვენი რწმენის უპატივცემულობააო და გამოაგდეს. ნება თავისუფალია და ყველას ქმედებას მივესალმები, თუმცა არა იქ და მაშინ, როცა ვიღაცის სულიერ კულტურას პატივს არ სცემ. ერთ-ერთ ცნობადი სახის (სხვათაშორის ჩემი ბიძაშვილია) კომენტარიც ვნახე სვანებს რომ დასცინა, დროა მაგ კოშკებიდან გამოხედოთო და მაგრად "გამიტყდა" :(( მემგონი ყველას აზრს უნდა ვცეთ პატივი, მოგვწონს თუ არა.
2016, 10 დეკემბერი, 22:54
აბა რა, ეგრე სადაა შენი ხვაშიადი გაისწორო და სხვები ბოდიში და "დაიკიდო"!!!
2016, 10 დეკემბერი, 22:46
ერთი ორი წლის წინ მახსოვს ვიღაც მომღერალმა ვეღარ ვიხსნებ ვინ კლიპი გადაიღო ეგვიპტის პირამიდებთან საცურაო კოსტუმში..იმისთანა მაბავი დატრიალდა მტრისას
2016, 10 დეკემბერი, 22:34
გაბედეთ გერმანიაში ამის გაკეთება და პოლიციამ თუ არ მოგისწროთ დროზე, ახალგაზრდები გადაგქელავენ....
ქუჩაში ტიტველი ან ავადმყოფი ივლის ან პროვოკატორი...
0 1 5