სხვა 27 წლის ვიდეო-ბლოგერმა YOUTUBE-ზე გამოიმუშავა 1 მილიარდი 2016, 7 დეკემბერი, 14:54 ბლოგერმა შვედეთიდან ფელიქს ავრილ კელბერგმა თავის ვიდეორგოლებში 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე გამოიმუშავა 15 მილიონი დოლარი. 27 წლის მამა- კაცი უკვე მეორედ, ჟურნალ Forbes-ის მიერ მიჩნეულია ყველაზე მაღალანაზღაურებად ვიდეობლოგერად YOUTUBE-ზე. ბლოგერი ცნობილია ინტერნეტ-მომხმარებლებში ნიკით PewDiePie. ის აქვეყნებს რგოლებს Let’sPlay ჟანრში. ვიდეოებში ბლოგერი თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს და კომენტარს უკეთებს თუ რა ხდება ეკრანზე. მან შეძლო გაეზარდა თავისი შემოსავლები 20%-ით, გამოუშვა წიგნი თავისი საქმი - ანობის შესახებ. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვიდეობლოგერების ჩამონათვალში მეორე ადგილი უკავია რომან ეტვუდს. მან ერთი წლის განმავლობაში გამოიმუშავა 8 მილიონი დოლარი. ყველაზე წარმატებული ბლოგერების სამეულში შედის კომიკოსი ლილი სინგჰი, გოგონას წლიური შემოსავალი შეფასებულია 7, 5 მილიონ დოლარად. 367 8-ს მოსწონს
|