x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ვარსკვლავები, რომელთა ასაკი გაგაოგნებთ
იყო ვარსკვლავი ეს იგივეა გაიღო ყველანაირი მსხვერპლი პროფესიის გამო: იშრომო დაუღალავად; დათანხმდე ყველანაირ როლს; მუდამ იზრუნო ფორმების შენარჩუნებაზე- სპორტ დარბაზების, დიეტების და ზოგჯერ პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით; იყო პაპარაცის სამიზნე და გაეხვე ყვითელ პრესასა და ჭორების ქარ-ცეცხლში. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ბევრმა მათგანმა საზოგადოებას თავი მაინც ვერ შეაყვარა, უმეტესმა ნაწილმა კი დაიპყრო ბევრის გული. დამეთანხმებით იმაში, რომ ყველას გვყავს ჩვენი კუმირი მსახიობი, მომღერალი თუ შოუ-ბიზნესის სხვა რომელიმე წარმომადგენელი, რომლებიც ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია თავისი სტილითა და ქცევებით, თუმცა რეალობა მხოლოდ ერთია. ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, თუმცა ბევრის ბუნებრივი სილამაზე ისეთი შოკისმომგვრელია 40 წელს ზევითაც, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის "ნუთუ სული ეშმაკს მიყიდაო".


image


მოკლედ, წარმოგიდგენთ ჩვენს კუმირ ვარსკვლავებს, რომლებიც დიდი ხანია 40 წელს გადაცდნენ და დღემდე შეუდარებლად გამოიყურებიან. გაინტერესებთ როგორ?


1. Jennifer Aniston (47 წლის). მსახიობი მალე 50 წლის გახდება, თუმცა ბევრი ვერ წარმოიდგენდა მის ნამდვილ ასაკს. მისი სილამაზის საიდუმლო კი იოგასა და ჯანსაღ კვებაშია. ჯენიფერს არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისა და ბოტოქსის ინექციებისთვის, მისაღები მისთვის მხოლოდ სამკურნალო კოსმეტიკაა.
image



2. Jennifer Lopez (47 წლის). ასევე შესაშურ ფორმაშია მომღერალი და მსახიობი, რომელიც არასოდეს ივიწყებს გამოძინებასა და დასვენებას. მან შეიმუშავა საკუთარი ფიტნეს–პროგრამა, რომელსაც მხარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ქალი უჭერს. ჯეილომ 10 წლის წინ თქვა უარი მზეზე გარუჯვაზე, იშვიათად და მხოლოდ ბუნებრივ "ბრონზერებს" მოიხმარს კანისთვის.
image



3. Denise Richards (45 წლის). 8 საათიანი სწორი ძილი და დილის სირბილი თანამედროვე მსახიობის სილამაზის მთავარი გასაღებია. არასოდეს აღელვებს წვრილმანები, რადგან მიაჩნია, რომ სტრესი სილამაზესა და ჯანმრთელობაში მთავარი ხელშემშლელი მიზეზია.

image






4. Halle Berry (50 წლის). მსახიობი ნამდვილად შესაშურ ფორმაშია, რადგან მან ნახევარი საუკუნე უკვე გადალახა. მისთვის მთავარი ძილია არანაკლებ 8 საათისა, სკრაბი სახის კანისთვის და დამატენიანებელი. მისი ახალგაზრდობის საიდუმლო მხოლოდ ამ მარტივ მიზეზებშია.

image





5. Yasmina Rossi (60 წლის). დღევანდელი რეიტინგის ყველაზე ასაკოვანი, წარმატებული მოდელის ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო კი შემდეგში მდგომარეობს: სწორი კვება, სპორტი, კანისა და თმის დამატენიანებლები.

image





6. Kylie Minogue (48 წლის). ფიტნესი და ცილის დიეტა მომღერლისთვის იდეალური სხეულის გარანტიაა. მან უარი თქვა ოპერაციებსა და ინექციებზე და მხოლოდ და მხოლოდ ანტიასაკობრივ კრემს მოიხმარს.

image





7. Cindy Crawford (50 წლის). ყოფილი სუპერმოდელი დღემდე იდეალურ ფორმაშია. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ სინდი არასოდეს გადის გარეთ მზისგან დამცავი კრემის გარეშე; სახისა და სხეულის მოსავლელად იყენებს პროცედურებს მხოლოდ ხალხური მედიცინიდან; და ბოლო– კვირაში სამჯერ ის ბანაობს რძეში.

image





8. Elle Macpherson (52). ელი სპორტის ნამდვილი გულშემატკივარია. სწორედ ფიტნესია მისი სილამაზის საიდუმლო. ასევე გატაცებულია სამთო თხილამურებით, სერფინგით; უყვარს იოგა და დილით სირბილი.

image




იხილეთ აგრეთვე:


* ლამაზად და ბუნებრივად დაბერებული ვარსკვლავები, მათი სილამაზის საიდუმლო.


* პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი ვარსკვლავები.


* ნახეთ რა უქნეს ჩვენს ცნობილ ვარსკვლავებს სტილისტებმა


* ჩვენი კუმირი გმირები, რომლებიც ახალგაზრდობაში აქამდე არ გინახავთ

1
662
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
662
  
2016, 18 დეკემბერი, 10:49
ასაკი ვერაფერს აკლებს ამ ხალხს
0 1 1