x
image
alex999
ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (XIII ნაწილი)

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ცნობარს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამოგადგებათ. ვინ რა იცის რა დროს, სად მოხვდება, ნებისმიერი ზოგადი ინტელექტი ძალიან სასარგებლოა.


ვინაიდან ცნობარის 12 ნაწილს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა, გადავწყვიტე თქვენთვის მომემზადებინა მეცამეტე ნაწილიც, სადაც ვისაუბრებთ 7 რეალურ ფაქტზე, რომელიც შესაძლოა დღემდე გაგონილი არ გქონდეთ!!!






1. მცენარის თესლის შენახვის ვადა 200 წელიწადს აღემატება!


ჰოლივუდის ფილმებიდან გამომდინარე, თუ აკვირდებით სამყაროს დასასრულის თემატიკის ფილმებს, ბოლოს მცენარეების გადარჩენა თითქმის ყველა ფილმში ხდება. ეს რეალური ფაქტი, საკმაოდ კარგად იციან ნორვეგიელ მეცნიერებმა, რომლებმაც სპეციალური საწყობი ააშენეს მცენარეთა თესლის შესანახად! მეცნიერთა კვლევით დადგინდა, რომ მცენარეების თესლის ვარგისიანობა 200 წელს აღემატება.


image






2. აივ ვირუსი, პირველად 1930 წელს აღმოაჩინეს!


აივ ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს, პირველად 1930 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერთა ჯგუფმა, ექსპერიმეტი ჩაატარეს კონგოს მიმუნებზე, რომელმაც ცხადჰყო აივ ვირუსის საშიშროება! დასაწყისში არავინ იცოდა, რომ ეს ვირუსი XX-საუკუნის "შავ ჭირად" გადაიქცეოდა, თუმცა მკვლევარებმა მოახლოებული საშიშროების შესახებ, მსოფლიოს გაფრთხილება მაინც მოასწრეს.


image






3. ინგლისში, წელიწადში 5 000 000 ერთეული ვაშლი მოიხმარება!


ერთ-ერთ კომპანიამ, კვლევის შედეგად დაადგინა, რომ დიდ ბრიტანეთში ხილის სახეობებს შორის, უპირატესობით სარგებლობს ვაშლი. ხილ-ბოსტნეულს შორის, ვაშლს წელიწადში 5 000 000 მომხმარებელი ჰყავს.


image






4. აქლემის რძეში უფრო მეტი რკინაა, ვიდრე ძროხისაში!


ყველამ კარგად ვიცით, რომ რძე ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. 4-5 წლიდან ძირითადად მივირთმევთ ძროხის რძეს. აქედან გამომდინარე, სხვა ცხოველების სარგებელის შესახებ ინფრომირებული არ ვართ! უკანასკნელი კვლევების შედეგად, კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ აქლემის რძე უფრო სასრგებლოა, ვიდრე ძროხისა. ვინაიდან აქლემის რძეში უფრო მეტი რკინის შემცვლელობაა, ვიდრე ძროხისაში.


image






5. აშშ საიდუმლო სამსახური CIA -ს სახელით გაწვრთნილი ძაღლები, რომლებიც სპეც-ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, როგორც ცნობილია 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში რჩებიან!


5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ალბათ ეს ბევრი ჩვენთაგანისთვის ნამეტან ფუფუნებას და ოცნებას წარმოადგენს. თუმცა CIA -ს საიდუმლო სამსახურის ძაღლებს ამის საშუალება ყოველთვის აქვთ. სპეც-ოპერაციების შემდეგ, ძაღლებს თავისუფალი კვება და ასევე 5 ვარსკვალვიან სასტუმროში შხაპის მიღების უფლებაც აქვთ.


image






6. თითის საიდენთიფიკაციო ანაბეჭდი პირველად 1592 წელს, არგენტინაში გააკეთეს!

თითის ანაბეჭდის არსებობის შესახებ, პირველი აღმოჩენა არგენტინელებმა გააკეთეს, თუმცა პირველი "თითის ანაბეჭდის საიდენტიფიკაციო ბიურო" - დიდ ბრიტანეთში გაიხსნა.

image






7. პირველ სატელეფონო წიგნაკში(კონტაქტები) მხოლოდ 50 სახელი ეტეოდა!


1878 წლის თებერვალში დაწერილ ერთ-ერთ სტატიის თანახმად, პირველი სატელეფონო წიგნაკი, მხოლოდ 50 სახელ იტევდა.


image



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



იხილეთ ასევე:


1 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!

2 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (მეორე ნაწილი)

3 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (მესამე ნაწილი)

4 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (მეოთხე ნაწილი)

5 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (მეხუთე ნაწილი)

6 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (VI ნაწილი)

7 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!(VII ნაწილი)

8 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (VIII ნაწილი)

9 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (IX ნაწილი)

10 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (X ნაწილი)

11 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (XI ნაწილი)

12 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (XII ნაწილი)

0
473
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0