x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
მანდარინის კანის უნიკალური სამკურნალო თვისებები
imageვის არ უყვარს მანდარინი? ალბათ ასეთი ხალხი ძალიან ცოტაა. ხშირად როდესაც მივირთმევთ ასეთ არომატულ ხილს, მის უმთავრეს და ღირებულ ნაწილს სანაგვეზე ვისვრით ხოლმე. ეს ნაწილია - მანდარინის კანი.


მანდარინის კანი შეიცავს: ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, პექტინს, კაროტონიდებს ფიტონციდებს, ვიტამინებს С და А, დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ასეთი ფასეულობის გადაგდება უბრალოდ მიუღებელია.

imageნივთიერება ნობილეტინი და ტანჟერინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და სიმსივნეს უწევს წინააღმდეგობას. კალიუმი აუცილებელია არტერიული წნევის დასარეგულირებლად და შაქრის დოზის დასარეგულირებლად.


მანდარინის კანის გამოყენება



1 - თუ გაწუხებთ მეტეორიზმი და დისბაქტერიოზი
ხმელი მანდარინის კანი დაამატეთ ნებისმიერ მომზადებულ კერძს, მაგალითად, შვრიის ფაფებს, ხაჭოს, საკმარისია 1 ჩაის კოვზი მანდარინის ქერქისგან დამზადებული ფხვნილი ან მისი რაოდენობის მქონდე კანი.


2 - ბრონქიტის დროს

გამომშრალ კანს, დაასხით 1, 5 ჭიქა წყალი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 5 წუთი, შემდეგ დახურულ ქილაში საშუალება მიეცით ეს ყველაფერი კარგად შეერწყას ერთმანეთს. მიიღეთ 0, 5 გრ. 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.


3 - მშრალი ხველისა და დასუსტებული იმუნური სისტემის დროს
2 სუფრის კოვზ გამომშრალ კანს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დატოვეთ ერთი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. ნაყენის 20 წვეთი ჩაასხით ადუღებულ წყალში და დალიეთ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.


4 - ინჰალაცია გაციების, გრიპის და ხველების დროს
ერთი მუჭა გამხმარი და გახეხილი კანი მოათავსეთ მდუღარე წყალში და ისუნთქეთ მისი ორთქლი 10-15 წუთი. მდგომარეობა გაუმჯობესდება და შედეგი იქნება მომდევნო დღეს.image

არ გამოგრჩეთ სტატია - 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ლუდი


5 - ფრჩხილის სოკო
ფრჩხილებში შეიზილეთ მანდარინის კანი (იმ მეთოდით, როგორც № 3 ნაბიჯზეა აღწერილი) 2-ჯერ დღეში.


6 - ნერვული სტრესის დროს
მანდარინის კანი არის ბუნებრივი ნაწარმი, რომელსაც აქვს სასიამოვნო სუნი სხვა ქიმიური სპრეისგან განსხავებით, რომელსაც ყოველივე ჩვენთაგანი ვიყენებთ სახლში კარგი არომატული სურნელის გასაფრქვევად, ამიტომ ჯობია საძინებელში საწოლთან მოვათავსოთ მანდარინის კანი, რომელიც სასიამოვნო სუნს აფრქვევს და დაგვეხმარება სტრესის გადატანაში.


7 - ტაქიკარდია, უძილობა.
მანდარინის კანისგან დამზადებული ჩაი, რომელსაც მშვენიერი არომატი აქვს, ასევე შეიცავს სამკურნალო დანამატს! ამიტომ მიირთვით მისგან დამზადებული ჩაი.

imageგაითვალისწინეთ, რომ მანდარინის კანი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და გარეცხილი


იყავით ჯანმრთელები, ენერგიულები და გაუზიარეთ ეს ტატია მეგობრებს!



ასევე დაგაინტერესებთ:


1 - მთელი ცხოვრების მანძილზე ხორცს არასწორად ალღობდით: ჩვეულებრივი ხორცის გალღობის მეთოდი

2 - წაბლის 10 სასარგებლო თვისება

3 - ორი ტიპის თევზი, რომელიც საკვებად არ გამოდგება

4 - ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათო 10 პროდუქტი
5 - რას შველის მკერდზე კომბოსტოს ფურცლების დადება?


4
2025
11-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
2025
  
2016, 3 დეკემბერი, 14:57
ახლანდელ მანდარინს სადღა აქვს სუნი, ცხვირწინ მიდევს კანი და ცხვირიც კი რომ დაადო სუნის მსაგვსი არ აქვს
2016, 3 დეკემბერი, 14:30
საინტერესოა :) გავაზიარე
0 1 4