x
image
melody_inside
დასახელდა სპორტის სახეობები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებენ
image

მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა დაადგინა: სპორტის ყველა სახეობა ერთნაირად სასარგებლოა. სპორტის ყველაზე სასარგებლო სახეობად კი შეიძლება ჩაითვალოს ველოსპორტი, ცურვა, აერობიკა და ტენისი.

კვლევაში გამოყენებული იქნა ინგლისის და შოტლანდიის მოსახლეობის 1994-დან 2008 წლამდე ჩატარებული ყოველწლიური გამოკვლევების მონაცემები.

საერთო ჯამში ექსპერტებმა შეისწავლეს 80 ათასი მოხალისის ინფორმაცია, რომელთა საშუალო ასააკი 52 წელია. მეცნიერები ადარებდნენ კვლევის მონაწილეების სიკვდილიანობის სტატისტიკას იმ მონაცემებთან, თუ სპორტის რა სახეობას მისდევდნენ ისინი.

სულ წარმოდგენილი იყო ექვსი სპორტული დისციპლინა - აერობიკა, ტენისი, ველოსპორტი, ცურვა, ფეხბურთი და სირბილი.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გამოწვეული სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკი აღინიშნა მათ შორის, ვინც დაკავებული იყო ცურვით, ტენისით და აერობიკით.ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკაში ყველაზე ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა ფეხბურთი და სირბილი.

„ჩვენი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რამდენად ბევრს და ხშირად ვკავდებით სპორტით, არამედ ისიც, თუ რა ტიპის ვარჯიშებს ვაძლევთ უპირატესობას, _ ამბობს ემანუელ სტამატაკისი სიდნეის უნივერსიტეტიდან (აცსტრალია). _ სპორტის სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა უპირატესობებს გვაძლევს ჯანმრთელობისთვის“.


ნებისმიერი მიზეზით ნაადრევი სიკვდილის ალბათობა ტენისის, სკვოშის და ბადმინტონის თამაშის მოყვარულებს შორის 47%-ით დაბალია დანარჩენთან შედარებით.


იხილეთ ასევე:

1. მოტოციკლეტის ფისოს- ყურებიანი ჩაფხუტები ქალებისთვის.



2. მკაცრი აფრიკული ფეხბურთი!


3. უმშვენიერესი გოგონები სტეროიდების მიღებამდე და შემდეგ!


4. დათვი მისდევს სნოუბორდისტ გოგონას!


5. ხოკეისტებმა ქალაქ პისეკიდან პორნო ფილმი გადაიღეს (+18)


6. ეს საინტერესოა...


7. როგორ გამოიყურებიან სპორტსმენები ტანსაცმლის გარეშე? უნიკალური ფოტოები ( + 20)


8. ემოციური ჩინელი მოცურავე ყველას აგიჟებს!

1
144
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
144
  
2016, 3 დეკემბერი, 11:01
სექსი არ ითვლება? თანაც ერთად ერთი სახეობაა სადაც ყველა კმაყოფილი რჩება
0 1 1