ქალი და მამაკაცი სასარგებლო რჩევა მკერდის ფორმის მიხედვით 2016, 2 დეკემბერი, 10:52 ყველა ქალი ინდივიდუალურია თავისი ბიუსტის ზომით და სურვილით ხანგრძლივი დროის მანძილზე ატაროს ბიუსტჰალტერი თუ დღის მხოლოდ მცირე მონაკვეთი, რადგან მკერდი მათი მთავარი სამკაულია და ეს სამკაული ყოველთვის კარგად და მიმზიდველად რომ გამოიყურებოდეს, შესაბამისი ბიუსტჰალტერი უნდა იქნას შერჩეული. არის გამონაკლისებიც, როდესაც მკერდი იდეალურია და ბიუსტჰალტერს სულაც არ საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში კი მანდილოსნები ბიუსტის გარეშე დადიან.
მართალია ძირითადი პრინციპით არსებობს "დიდი" და "პატარა" ზომის მკერდი, თუმცა ეს ასე არ არის. თავისებურად ყველა მკერდი ლამაზია, მაგრამ შვიდი ტიპის მკერდი არსებობს სულ მთელს სამყაროში. გაინტერესებთ რაზე მიუთითებს თქვენი მკერდის ზომა და უფრო მოხდენილად და მიმზიდველად რომ გამოვიყურებოდეთ როგორი ბიუსტჰალტერი უნდა ვიხმაროთ? მაშინ გადახედეთ მოცემულ ფოტოკრებულს, ამოიცანით იქ თქვენი მკერდი და წაიკითხეთ ტექსტი.
1. მრგვალი მკერდი. უნდა გიხაროდეთ თუ მრგვალი მკერდის მფლობელი ხართ, რადგან ბუნებამ ყველაზე უკეთესით დაგაჯილდოვათ, ის ხომ ბევრი ქალის ოცნებაა და თან შეგიძლიათ ბიუსტჰალტერის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებოდეთ. 2. მკერდი აღმოსავლეთ–დასავლეთი. რომელ მხარეს იხრება თქვენი ძუძუს თავები? და თუ მკერდის ფორმაც ოდნავ ემიჯნება ცენტრს, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოიყენოთ ისეთი ბიუსტჰალტერი, რომელიც დაეხმარება მკერდს ერთმანეთთან სიახლოვეში. 3. ფართოდ გამოყოფილი მკერდი. თუ თქვენი მკერდი ერთმანეთისგან ფართოდაა გამოყოფილი, ეს მიუთითებს იმას, რომ ძუძუს დიდი ჯირკვლები გაქვთ. (ეხება შემთხვევას, როდესაც დაცილება 2–3 თითის ზომაზე ხდება). ასეთი მკერდისთვის კი პირდაპირ მისწრებაა სამკუთხედი ფორმის ბიუსტჰალტერი, ან ბიუსტჰალტერი, რომელიც წინ იკვრება. 4. წვეთის ფორმის მკერდი. თუ თქვენი მკერდი წააგავს წვეთს, მაშინ მოსალოცად გქონიათ საქმე, რადგან ასეთი ფორმის მკერდზე ნებისმიერი ბიუსტჰალტერი იდეალურად მიდის. 5. ვიწრო მკერდი. თუ თქვენ ვიწრო მკერდი გაქვთ ბოლოში ოდნავ გაშლილი, მაშინ თქვენ მოგიწევთ გამოიყენოთ ბოიუსტჰალტერი კორექტორი, რომელიც თქვენს მკერდს აწევს და სასიამოვნო შესახედაობას შესძენს. 6. ასიმეტრიული მკერდი. ბევრისთვის შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ქალების უმეტეს ნაწილს სწორედ რომ ასიმეტრიული მკერდი აქვს. თუ ერთი მკერდი საგრძნობლად დიდია მეორეზე, მაშინ ეს პიროვნების ინდივიდუალიზმია. ამ შემთხვევაში თუ პატარა მკერდის მხარეს ბიუსტჰალტერს მოხსნით ე.წ. სილიკონს თუ ღრუბელს, მაშინ ვიზუალურად ორივე მკერდი ერთი ზომის გამოჩნდება. 7. სფეროს ფორმის მკერდი. სფეროსებრი მკერდი უფრო დიდია ზომით, ვიდრე მრგვალი მკერდი. ამ შემთხვევაში ორივე მკერდრი თანაბარ სიმეტრიული და სრულია ორივე მხარეს და ყველაზე ადვილია ბიუსტჰალტერის შერჩევა, რადგან ყველანაირი მას საოცრად მოხდენილს ქმნის. იხილეთ აგრეთვე: თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ ქალის სამი კატეგორია- თქვენ რომელს მიეკუთვნებით? აი რატომ უნდა წაისვათ მკერდის ქვეშ დეოდორანტი 1613 18-ს მოსწონს
|