საზოგადოება ამინდის პროგნოზი, რომელიც მიჰყავს ამ გოგონას უყურებენ მთელი მსოფლიოს მამაკაცები. 2016, 30 ნოემბერი, 14:36 გაიცანით იანეტ გარსია. ის 26 წლისაა და მიჰყავს ამინდის პროგნოზი მექსიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ყველაზე რეიტინგული ამინდის პროგნოზი მსოფლიოში. გოგონა გამოიყურება განსაცვიფრებლად! მას გადაცემის დროს აცვია ტანზე მომდგარი მინი-კაბები, რომლებიც ხაზს უსვამენ მის მადის აღმძვრელ ფორმებს. აღსანიშნავია, რომ იანეტი არასდროს ჩნდება ორჯერ ერთი და იგივე კაბით. წამყვანი არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ინსტაგრამზეც, სადაც რეგულარულად აქვეყნებს პროვოკაციულ სურათებს თავის შეყვარებულთან ერთად. იანეტის თქმით, თავის ლამაზ ფიგურას ის უმადლის არა მხოლოდ გენებს დედის მხრიდან, არამედ სპორტდარბაზში რეგულარულ ვარჯიშს. ამბობენ, რომ იანეტ გარსიას ტელევიზიაში მოსვლამ ამინდის პროგნოზის რეიტინგები უჩვეულოდ მაღლა აწია! აღმოჩნდა, რომ ამ გადაცემას უყურებენ არა მარტო მექსიკაში, არამედ სხვა ესპანურენოვან ქვეყნებშიც! 15 ნოემბერს იანეტ გარსია 26 წლის გახდა. აი ასე ადვილად შეიძლება გახდეს ამინდის პროგნოზი გადაცემებს შორის რეიტინგული, თუ იგი მიჰყავს იანეტ გარსიასავით მომხიბვლავ ლამაზმანს! 609 7-ს მოსწონს
|