პროზა ოდესმე შენ გაიგებ, რომ ... 2016, 29 ნოემბერი, 18:43
ოდესმე შენ გაიგებ, რომ ყველა ის ფორმულა და აფორიზმი, რომელიც ცხოვრებაში შემოიკრიბე, ცარიელი, უბრალოდ ლამაზი სიტყვების ნაკრებია. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის სიმართლეა, რომელსაც შენ თავად ჩაწვდი. ოდესმე შენ გაიგებ, რომ სიკეთე, სინაზე, მზრუნველობა და სითბო - ეს შინაგანი ძალის გამოვლინებაა, და არა თვისება. ოდესმე შენ გაიგებ, რომ გარეგნული ბრწყინვალება არაფერია სულის სილამაზესთან შედარებით. იმიტომ, რომ ყველაფერი რაც გარეთაა გაძლებს მხოლოდ პირველ გაწვიმებამდე. ხოლო ის რაც შიგნითაა მარად ენთება. თუნდაც ნაკვერჩხლებამდე დაიწვას და სინათლე ოდნავ ბჟუტავდეს, საკმარისია სული შეუბერო, ცეცხლი ისე აგიზგიზდება და გაგათბობს. 113 1-ს მოსწონს
|