
წაბლი, რომელიც შემოდგომით ალბათ ყველას შეგვხვედრია პარკში სეირნობისას და ბევრს მასზე ფეხითაც კი გადაუვლია, - სერიოზული მიზეზია იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავისეირნოთ უახლოს პარკში, სუფთა ჰაერზე და შევაგროვოთ იგი.
რა შედეგი შეიძლება მივიღოთ მისგან
1 - კბილების გათეთრება
წაბლისგან დამზადებული ფხვნილისგან, შესაძლებელია კბილების გათეთრება და გაწმენდა, იგი ბუნებრივი და უებარი წამალია, მის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი ფისი.
2 - შხაპის მიღებია
1 სუფრის კოვზ წაბლისგან დამზადებულ ფხვნილს დაასხით 0, 5 ლ წყალი და დატოვეთ ღამით. მომდევნო დღეს წამოადუღეთ, წამოდუღების შემდეგ გააჩერეთ, და შხაპის მიღებისას გამოიყენეთ. ეს სასარგებლო დანამატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსში მოყავს.
არ გამოგრჩეთ - ორი ტიპის თევზი, რომელიც საკვებად არ გამოდგება
3 - გარეცხვა
წაბლისგან დამზადებული ფხვნილი ასევე გამოიყენება ტანსაცმლის გასარეცხად, მოქმდებს, როგორც საპონი. მას აქვს სუსტი სასიამონვო სუნი და ზრუნავს თქვენს კანზეც.
4 - თმის დაბანა
გაგიკვირდებათ, მაგრამ ცხენის წაბლის ფხვნილისგან დამზადებული შამპუნი აჩერებს თმის ცვენას, და აჩქარებს მათ ზრდას.
5 - სახე
შეურიეთ 2 სუფრის კოვზი წაბლის ფხვნილი ცოტა წყალში დაიტანეთ კანზე 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ სახე და შედეგსაც შეამჩნევთ.
6 - საშხაპე გელი
თუ ფხვნილი განკუთვნილია კბილებისთვის, თმისთვის, სარეცხისთვის, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაფერისი იქნება საშხაპე გელის დასამზადებლადაც. დაამატეთ ნებისმიერ საშხაპე გელს მისი ფხვნილი და გამოიყენეთ.
7 - საკვებად
მიირთვით მოხარშული წაბლი, (არ შეუძლება ცხენის წაბლის მირთმევა) მოხარშული წაბლის გარდა შესაძლებელია მისი დაფქულ მდგომარეობაში მირთმევა, გამოიყენება ასევე ნამცხვრებზე და სხვადასხვა დესერტებზე.
8 - მწერებთან საბრძოლველად
10 სუფრის კოვზი ცხენის წაბლი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ იგივე რაოდენობის წყალი და მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. გაციების შემდეგ, გადაიღეთ პლასტმასის ბოთლში და შექმენით მისგან სპრეის მსგავსი საშუალება.
9 - მასაჟისთვის
ცხენის წაბლი - ყველაზე ძვირფასი ნედლეულია მასაჟისთვის, ეს განსაკთრებით სასარგებლოა მათთვის ვინც განიცდის ვარიკოზული ვენების დაავადებას, რადიკულიტს და ართრითს.
10 - ჩრჩილის პეპლის საწინააღმდეგოდ
მოათავსეთ წაბლის ფხვნილი თაროებზე, კარადაში, რადა აიცილოთ ჩრჩილის პეპლისგან გამოწვეული ზარალი, ნუ დაგავიწყდებათ სამზარეულოში კარადებზე დატოვოთ რამდენიმე წაბლი!
ასევე დაგაინტერესებთ:1 - გოგონა, რომელმაც საკუთარი სილამაზით მთელი მსოფლიო მოხიბლა2 - ბოლო 120 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი წელს გველის3 - 9 სილამაზის საიდუმლო, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს5 - შოკისმომგვრელი ფოტოები რუსი ახალგაზრდების ცხოვრებიდან6 - აი ასე უნდა გამოიყურებოდეს ორი შვილის დედა.7 - რუსი კიმ კარდაშიანი - რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო.8 - როგორ ცვლის ადამიანის გარეგნობას ვარცხნილობა. (+10 ფოტო)9 - რატომ არ აპირებს მის საქართველო 2015 ნუკა ყარალაშვილი გახდას?10 - ყველაზე ახალგაზრდა დედები - შოკისმომგვრელია