ფოტოგრაფია სოჭის პლიაჟი 1988 წელს ბელგიელი ფოტოგრაფის ობიექტივით დანახული ქალაქი 2016, 28 ნოემბერი, 11:37 სოჭი - საკურორტო ქალაქი რუსეთში, რომელიც მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, VI-XV საუკუნეში ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს ეკუთვნოდა, რაზეც აქ მდებარე ქართული ეკლესიები მიგვანიშნებს ლოოში შემორჩენილია მე-11საუკუნის ბაზილიკის ნარჩენები მე-19 საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ეს ტერიტორია რუსეთს დარჩა. 1918-1919 წლებში სოჭი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (აფხაზეთის ავტონომიის) შემადგენლობაში შედიოდა. პოპულარული ქალაქი მხოლოდ მაშინ გახდა როდესც აქ სტალინმა საკუთარი აგარაკი აიშენა. ქალაქი მთავარი სატრანსპორტო კვანძია, ისევე, როგორც ეკონომიკური და კულტურული ცენტრი შავი ზღვის სანაპიროზე. ჟურნალ Форбес მიხედვით ქალაქი სოჭი, ყველაზე საუკეთესო ქალაქია ბიზნესის წამოსაწყებად. 1988 წელს სოჭს ეწვია ბელგიელი ფოტოგრაფი კარლ დე კეიზერი (Carl De Keyzer) რომელმაც მოახერხა საკუთარ ობიექტივზე აესახა ბევრი საინტერესო ფოტოსურათი, კარლი აღფრთოვანებული იყო იქური ხედებითა და ხალხით ამიტომ, შესანიშნავად გრძნობდა თავს და ქალაქში დიდი დროც დაჰყო.
2917 10-ს მოსწონს
|