სხვა კოპენჰაგენში მეძავებისთვის აწი შესაძლებელია სასწრაფო სექს-დახმარების მანქანების გამოძახება 2016, 28 ნოემბერი, 11:05 მეძავების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დანიის დედაქალაქში ხაზზე გაუშვეს სასწრაფო სექს-დახმარების მანქანები, სადაც ინტიმური მომსახურების მუშაკებს შეეძლებათ მიიღონ კლიენტები. კოპენჰაგენში მოძრავი სპეციალური ფურგონები აწი დაეხმარებიან სექს-მუშაკებს აარიდონ იმ მოსალოდნელ საფრთხეს თავი, რომელიც მათ ქუჩაში ელოდებათ.პირველად მსოფლიოში მსგავს სასწრაფო დახმარების მანქანას იდეის ავტორებმა Sexelance უწოდეს. ინტიმური მომსახურების მუშაკების ინტერესების დაცვა გადაწყვიტა ორგანიზაციამ, რომელიც სექს-მუშაკების ინტერესებს იცავს. საქმე იმაშია, რომ კოპენჰაგენის მეძავების უმეტესობა ქუჩაში მუშაობს და არა სპეციალურ დაწესებულებაში.იდეის ავტორი ლოდბერგ ოლსენი(Lodberg Olsen) აღნიშნავს, რომ "ქუჩაში მომუშავე ქალბატონების 42% ხდება ძალადობის მსხვერპლი, ბორდელებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%"-ია. ავტომობილში არის სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მეძავს შესაძლებელი ექნება მოემსახუროს კლიენტს, ძალადობის შემთხვევაში მომენტალურად შეუძლია ინფორმაცია გადასცეს და თუ საჭიროება შეიქმნა შესაბამის ორგანოები მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. ერთ-ერთი Sexelance საღამოთი ინსედგაიდის ქუჩაზე დადგა.ეს არის კოპენჰაგენის ცენტრალური ვაგზლის უკან მდებარე ადგილი, სადაც არის სექს-მაღაზიები, სტრიპტიზ-კლუბები და დგანან სექს-მუშაკები. იდეის ავტორებს როგორც ჩანს არც იუმორის გრძნობა აკლიათ.ფურგონის უკანა კარზე აწერია:"არ მოირწყენთ, როდესაც ავტომობილი ირწევა." 27 წლის რუმინელი გალინა სკეპტიკურად არის განწყობილი: -კლიენტები წამომყვებიან როდესაც გაიგებენ, რომ სასწრაფო დამხარების მანქანა მაგისთვის არის განკუთვნილი..ტუალეტში, გარაჟში, მანქანაში, მაგრამ არა იქ...არა, შენ რა დამცინი? თუმცა მისი მეგობარი, 30 წლის ანა ნაკლებად სკეპტიკურად არის განწყობილი:"ძალიან სახიფათოა ქუჩაში მუშაობა, ზოგიერთი ნამდვილი შეშლილია, ათას საზიზღრობას გეუბნება..ეს თუ გააკეთეთ ძალიან კარგია, კლიენტები გამომყვებიან იქ." ლოდბერდ ოლსენისთვის ეს პირველი იდეა არ გახლავთ. 2011 წლის სექტემებერში კოპენჰაგენის ქუჩებში გაუშვა Fixelance, სასწრაფო დახმარება ნარკომანებისათვის. იხილეთ აგრეთვე:ყველაზე დიდი საროსკიპო ევროპაში იტალიაში მეძავებს აიძულებენ უნიფორმა ჩაიცვან 106 7-ს მოსწონს 1-ს არა
|