x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ "სანტექნიკს" მთელმა მსოფლიომ ტაში დაუკრა- გაინტერესებთ რისთვის?
ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა, დიდი განსჯის საგანი გახდა. ბევრი ფიქრობდა, რომ მასზე გამოსახული კაცი მთვრალია და გუბეში ჩაიხრჩო; ბევრმა თქვა, რომ ეს სანტექნიკი პიარზე მუშაობს და ფოტოშოპით რაღაცეები მოიგონა და ა.შ, თუმცა ეს ფოტო ნამდვილად ორიგინალია და სანამ მისი უტყუარობა გაირკვა, განკითხვის პროცესით მთელი მსოფლიო მოიარა. მაშ, რა მოხდა სინამდვილეში?


image


ტეხასის შტატ ქალაქ გრანბერში მცხოვრები 23 წლის Jimmy Cox-ი ყველაზე გულმოდგინე და შრმოისუნარიან სანტექნიკად დასახელდა მთელს მსოფლიოში. სანამ ჯიმი თავისი ამ უცნაური მუშაობის პოზით გამვლელებს აშინებდა და აშფოთებდა, მკვიდრმა Andrea Adams-მა კი ფოტოზე აღბეჭდა და გამოაქვეყნა, რათა მსოფლიოს ენახა ახალგაზრდა, საკუთარი საქმის ერთგული სანტექნიკის გულმოდგინება და შრომა. ჯიმი ანდრეას სახლის გამსკდარ მილებს არემონტებდა. ბიჭმა გუბეში მხოლოდ იმიტომ ჩაყვინთა, რომ ნახევარი რაიონი ეხსნა დატბორვისგან.


მისი საქციელით მსოფლიო გააოგნდა. ჯინსის მწარმოებელმა კომპანიამაც, რომელი ჯინსიც მას მუშაობის პროცესში აცვია, ჯიმს შესთავაზა მომსახურების უფასო პაკეტი წლის მანძილზე მათ მიერ წარმოებულ ნებისმიერ ტანსაცმელზე. გარდა ამ უფასო ტანსაცმელისა კი მსოფლიოს მასშტაბით ეკონტაქტებიან ჯიმს და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ მის საქციელზე დიდ აღტაცებას.



ჯიმი რა თქმა უნდა იხდის უდიდეს მადლობას ამხელა სითბოსთვის, თუმცა აცხადებს, რომ ის მხოლოდ საკუთარ მოვალეობას ასრულებდა. ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ მისი სამსახურის ადმინისტრაცია მხოლოდ მადლობით არ შემოიფარგლება და ბიჭს გადასცემს ფულად ჯილდოს პრემიის სახით.


image



P.S. წარმატებები ჯიმს და იმედი მაქვს, რომ ბევრისთვის სამაგალითო და მისაბაძი გახდება მისი საქციელი.



იხილეთ აგრეთვე:


თანამედროვე გმირი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა სხვის გადასარჩენად

0
1051
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1051
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0