x
image
პოკაჰონტასი
ქვისგან შექმნილი საოცარი კომპოზიციები (37 ფოტო)
დაიბადო და გაიზარდო ფანოში ნიშნავს, ძალიან მჭიდრო კავშირში იყო ზღვასთან. სწორედ, იტალიის ქალაქ ფანოდანაა ახალგაზრდა ხელოვანი, სტეფანო ფურლანი, რომელმაც თითქმის მთელი ბავშვობა ზღვის სანაპიროზე გაატარა, თამაშობდა ცხელ ქვიშაში და გატაცებული იყო სანაპიროზე სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების ქვების შეგროვებით, ცდილობდა ცხოველების, ფრინველების, თუ ადამიანთა ფიგურებისთვის მიემსგავსებინა ისინი.

ბავშური გატაცება სტეფანს ნელ-ნელა ყოველდღიურ საქმიანობად ექცა. იმან, რასაც ბუნება მზა სახით აძლევდა, ფანტაზია გაუღვიძა და საოცარ შემოქმედად აქცია. ხელოვანი საათობით იჯდა სანაპიროზე გაშლილი ქოლგის ქვეშ და ჯერ მარტივ, შემდეგ კი სრულყოფილ ფიგურებს ქმნიდა.

წლები გავიდა და სტეფანის გატაცება საბოლოოდ პროფესიად ჩამოყალიბდა. ხელოვანი, დღემდე უფრო და უფრო სერიოზულ კომპოზიციებს ქმნის, სადაც მთავარი მასალა სხვადასხვა ზომის, ფორმისა თუ ფერის ქვებია, ბაზად კი, იგი ხეს იყენებს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ სტეფანო ფურლანს სურათების შექმნის საკმაოდ ორიგინალური გზა აქვს არჩეული. მან უკვე მრავალ გამოფენაზე წარადგინა საკუთარი შემოქმედება და თავისი არაორდინალური და დახვეწილი ნამუშევრებით დამთვარიელებლის გულიც მოიგო.



image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimage














































0
142
1-ს არ მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0