საზოგადოება მან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნით 2016, 25 ნოემბერი, 15:49 იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ეხლა ამ სტატიას კითხულობთ, მეტ ყურადღებას გამოიჩენთ სურსათში პროდუქციის შეძენისას, რადგან ერთი, შოკისმომგვრელი ამბავი სწრაფი ტირაჟირებით გავრცელდა, სადაც გაოგნებული ადამიანი ყვება ამ ამაზრზენ შემთხვევაზე. აი რას ყვება ქალაქ Cathy-ში მცხოვრები კაცი, ვინმე John Graves-ი.
"ჩემს სამი წლის შვილიშვილს ძალიან უყვარს გაზიანი სასმელები, ამიტომ ადგილობრივ სურსათში შევიძინე ორლიტრიანი ბოთლით და ავუტანე მას. გახარებულმა ბავშვმა მაშინვე გახსნა, მოსვა ცოტა, დაახურა სახურავი და დადო, ცოტახანში იგივე გაიმეორა და როდესაც სითხემ იკლო ბოთლში დალევის პროცესისგან, გამოჩნდა თუ როგორ ეგდო შიგნით გამომხრჩვალი მღრღნელი"- სასოწარკვეთილი პაპა-ჯონი ყვება ამბავს. უფროსები არ დაიბნენ და მაშინვე წაიყვანეს ბავშვი პედიატრთან ანალიზების ჩასაბარებლად. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მომხდარით ძალიან შეშფოთდნენ უფროსები. სურსათის ადმინისტრაციამ კი, სადაც ჯონმა შეიძინა გაზიანი სასმელი, განაცხადა, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის თუ რა სახის ამაზრზენ მწერსა თუ მღრღნელს აღმოაჩენს პროდუქტში მომხმარებელი, ისინი საქონელს დალუქული სახით იღებენ და საჩივარი კი მწარმოებლებზე უნდა დაიწეროს, ვინაიდან გაზიანი სასმელი დალუქული სახურავით მიიღეს, იქ მღრღნელი- ვირთხა მაღაზიიდან ვერ აღმოჩნდებოდა, ამ შეცდომას ქარხანაში, წარმოების დროს აქვს ადგილი. მწარმოებელმა კომპანიამ მომხდარზე პასუხისგების აცილება ასეთი კომენტარით სცადა- ავტომატური კონვეიერი დიდი სისწრაფით და სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს, აქედან გამომდინარე კი მღრღნელები იქ ვერანაირად ვერ მოხვდებოდნენ. Houston-ის უნივერსიტეტის უვნებლობის ექსპერტებმა კი განაცხადეს, რომ ადვილი შესაძლებელია ვირთხა ჩაძვრეს ბოთლში, რადგან მათი სხეული ისეთი ელასტიურია, შეუძლიათ ხუთ კაპიკიანის (ძველი ხურდა ფული) ტოლა ხვრელშიც კი შეძვრეს. ნებისმიერ შემთხვევაში კი მინდა შეგახსენოთ, რომ სრული სიფრთხილე გამოიჩინოთ პროდუქციის შეძენის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. P.S. (თუმცა, ეს თემა ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა მოუნდეს პაპას, სამი წლის შვილიშვილისთვის ჯანმრთელობისთვის მავნე- გაზიანი სასმელის მიტანა, ცოტაა სასარგებლო ტკბილეული?!) 1019 19-ს მოსწონს
|