x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138983
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ორმა ძმამ იყიდა ქალის ტამპონი- გაინტერესებთ რისთვის? (ბევრს იხალისებთ)
"მომავალი თაობა, მომავლის ბავშვები, სწორედ მომავალია რაც ყოველთვის გვაფიქრებს, ბავშვები კი ერთადერთია დედამიწაზე, რაც ყველაზე მეტ სიხარულს გვმატებს"- თქვა ერთ-ერთმა ცნობილმა მწერალმა პატრიკ როტფუსმა. სანამ უნარები და აზროვნება სრულყოფილებამდე მივა, ბავშვთა სპონტანურობა და გულუბრყვილობა ხომ მართლაც საოცარია და ამის დასტურია სწორედ ეს ისტორია, რომელსაც ეხლავე შემოგთავაზებთ.


image


ერთ დღეს ორი ძმა შევიდა აფთიაქში, ბევრი ფიქრი არ დაჭირვებიათ რისი შეძენა სურდათ, ამიტომ მივიდნენ პირდაპირ ქალთა ჰიგიენის განყოფილებაში და "გადაწყვეტილი" ნივთი აიღეს. მალე მოუწიათ სალაროსთან რიგი, ურცხვად დადეს "ქალის ტამპონი" სალაროს მაგიდაზე და ფულის მოძიება დაიწყო ერთ–ერთმა ძმამ. ფარმაცევტმა თავი ვერ შეიკავა და გადიდებული თვალებითა და სიცილნარევი ხმით კითხა:


– კი, მაგრამ იცი ეს რა არის?



დიახ (მიუგო ბიჭმა)


– რამდენი წლის ხარ პატარავ?


8 წლის, მაგრამ ეს ჩემთვის არ მინდა, ჩემს პატარა ძმას სჭირდება.


ბავშვის გულახდილობამ კიდევ უფრო გაამხიარულა ფარმაცევტი და უკვე ოდნავ მომატებული სიცილით გააგრძელა კითხვების დასმა:


– შენი პატარა ძმა რამდენი წლის არის?


ის ჯერ 4 წლისაა.


– ეს ნივთი მას რისთვის სჭირდება, იცით მისი გამოყენება და მნიშვნელობა?


დიახ! ტელევიზორში რეკლამაში ხშირად გადის, სადაც ამბობენ, რომ თუ კი მას მოიხმართ, იდეალურად შეძლებთ ცურვას, ტენისის თამაშსა და ველოსიპედით სეირნობას, ჩემმა პატარა ძმამ კი ეს ყველაფერი ჯერ არ იცის, ძალიან უნდა და ეს ტამპონი დაეხმარება.


ამის გაგონებაზე კი ფარმაცევტმა მთელი გულით უკვე ხმამაღლა გაიცინა.



აი ასეთი სუფთა და გულუბრყვილო სული აქვთ ამ საოცარ არსებებს, რომლებიც მართლა ახალისებენ ჩვენი ცხოვრების თითოეულ წუთს.




იხილეთ აგრეთვე:


შვილის წერილი, რომელმაც მამა შოკში ჩააგდო- რა ეწერა?


ათეისტი დალაქი და სიტყვა მოსწრებული "კლიენტი"


აი როგორ მუშაობს ქალური ლოგიკა- ბევრს იხალისებთ


იგავი, რომელიც "დღევანდელი უმეტესობის" პირდაპირ ასლია


შვილის მოსწრებული პასუხი ამპარტავან მამას- იგავი, რომელიც ბევრ მშობელს დააფიქრებს


მოხერხებულმა ცოლმა ქმრის ანდერძი გენიალურად შეასრულა


საოცარი იგავი, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე


სოფლელი ბიჭის ამაღელვებელი წერილი ქალაქელებს


ქალები რომ არ ყოფილიყვნენ...


რატომ ეთვლება ჩინელ ბიჭს საქართველოში ნაკლად ის, რაზე უარესსაც ქართველები სჩადიან უცხოეთში.


მოხერხებული მშობლები.


ბავშვის თვალით დანახული სიბრძნე სიყვარულზე.



2
4021
24-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4021
  
2018, 7 თებერვალი, 13:39
კარგია
2016, 23 ნოემბერი, 16:24
:)))))))
ამიტომაცაა რეკლამაშიც კი ცენზურა გამოსაყენებელი მედიაში.
0 1 2