საზოგადოება მათაც აქვთ სული, ფოტოგრაფი რომელიც ფოტოებს უღებს უსახლკარო ადამიანებს 2016, 20 ნოემბერი, 14:35 ჩემი პროექტის იდეა ძალიან უბრალოა-მე მივდივარ მათთან და ვეცნობი, ვისმენ მათ
ისტორიებს და მეც რამე ისტორიას ვუყვები, შემდეგ, თუ ისინი ნებას მრთავენ, ვაქვეყნებ
მათ ფოტოებს და საუბარს. ჩემი ფოტოპროექტის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ რაც
შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს ამ მიმართულებას, რაც ყოფს საზოგადოებას და
უსახლკარო ადამიანებს. მე იმედი მაქვს დაიმსხვრევა ეს მასიური სოციალური კედელი, რომელიც ხდის ამ ადამიანებს უჩინრებს სხვების თვალში. მსოფლიოში აღიარებული და მრავალი საერთაშორისო პრემიის მფლობელი ფოტოგრაფი პედრო ოლივეირა, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს პორტლენდში. პედრო დაიბადა ბრაზილიაში, სან-პაულოში და ამერიკაში წავიდა 2012 წელს, რათა განეგრძო განათლება. 2015 წლის ივნისსში მან დაიწყო სერია ფოტოგრაფიული ესესი, აშშ-ს დასავლეთ სანაპიროს ადამიანებზე. ფოტოგრაფს აინტერესებდა ჩვეულებრივი ადამიანები, როგორებიც მე და თქვენ ვართ, რომლებსაც ასევე გვაქვს მიზნები და ოცნებები, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა, გაურკვეველ მიზეზთა გამო უარი განაცხადეს გადაღებაზე, ქუჩაშიც და უსახლკაროთა თავშესაფარშიც. 102 5-ს მოსწონს
|