ასტროლოგია რატომ არის პირამიდა ვარსკვლავებისკენ მიმართული? 2016, 17 ნოემბერი, 19:07 ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ ვარსკვლავიერ ცას, სირიუსს, პოლარულ ვარსკვლავს, დიდი დათვის თანავარსკვლავედს. სავარაუდო, ეგვიპტელებმა ეს ცოდნა პირამიდების აგებისას გამოიყენეს, რადგან მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილი ფარაონის სული ზეცაში, ვარსკვლავებთან ავიდოდა და ჩრდილოეთის პოლუსის თავზე დაივანებდა.
![]() ![]() 1990 წელს გამოქვეყნებულ რობერტ ბოვალისა (ალექსანდრია, 1948) და გრეიმ ჰენკოკის (ედინბურგი, 1950) წიგნში "ორიონის საიდუმლო, პირამიდების ენიგმათა გაშიფვრა" ნათქვამია, რომ გიზის პირამიდები დედამიწის ზედაპირზე ორიონის სარტყელს განასახიერებენ. მეცნიერთა ნაწილი ამ მოსაზრებას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან თანავარსკვლავედი ძველ მესოპოტამიაში იყო ცნობილი და ეგვიპტელებს პირამიდების მშენებლობის ეპოქაში ორიონის სარტყელზე წარმოდგენაც არ ექნებოდათ. ![]() ![]() წიგნის "ორიონის საიდუმლო, პირამიდების ენიგმათა გაშიფვრა" ავტორები ირწმუნებიან, რომ გიზის პირამიდები დედამიწის ზედაპირზე ორიონის სარტყელს (ვარსკვლავები- ალნილამი (ორიონი), მინტაკა (დელტა ორიონისა) და ალნიტაკი (ძეტა ორიონისა) განასახიერებენ. ყოველივე ეს ეგვიპტელთა ასტრონომიული ცოდნისა და პირამიდების განლაგების საფუძველზე დაასკვნეს.მოცემული ჰიპოთეზის თანახმად, პირამიდები ვარსკვლავებზე ორიენტირებული სამარხები უნდა ყოფილიყო და ანტიკური ეგვიპტური რელიგიის თანახმად, ფარაონთა სულებს საიქიოში მოხვედრას უადვილებდა. ![]() ამჟამად ორიონის სამი ვარსკვლავი პირამიდებისგან სულ რამდენიმე გრადუსით განსხვავებულ კუთხეს ქმნის.მაგრამ, თუკი საუკუნეების განმავლობაში ორიონის სარტყელის ცვლილებებს გამოვთვლით, აღმოჩნდა, რომ ერთხანს ეს სამი ვარსკვლავი ზუსტად ისე იყო მიმართული ირმის ნახტომისკენ, როგორც პირამიდები ნილოსისკენ. ასეთი რამ ძვ.წ 10 500 წელს მოხდა. რობერტ ბოვალი ამტკიცებს, რომ სწორედ ძვ.წ 10 500 წელს შეადგინეს გიზის პირამიდების მშენებლობის ძირითადი გეგმა. ითვლება, რომ დაშურის, აბუ-რავაშისა და ზავიეთ-ელ-არიანის პირამიდები ზეცაშიც კი იყო გამოსახული. 316 2-ს მოსწონს
|