ტექნოლოგიური სიახლეები 2016 წლის ყველაზე საშიში ტექნოლოგიები 2016, 17 ნოემბერი, 14:42 ზოგიერთებს შესაძლოა კუდიანების, ზომბების და ვამპირების ეშინია, თუმცა რეალურად სულ სხვა რამეა საშიში:რობოტმა შეიძლება პირდაპირ ქუჩაში მოგკლას, უპილოტომ მიგაჭყლიტოს ან კიდევ მობილური ჯიბეში აგიფეთქდეს.პორტალმა ZDNet-მა შეადგინა წლის ყველაზე სახიფათო ტექნოლოგიების რეიტინგი.
ინტერნეტის პარალიზება-მთელი ინტერნეტი გატეხვის საშიშროების წინაა, ავიღოთ თუნდაც ამასწინდელი DDoS-შეტევა, რომელშიც 1, 5 მილიონი მოწყობილობა მონაწილეობდა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტის ბრიუს შნეიერის განცხადებით ჰაკერები უკვე ორი წელია კომპანიის დაცვის მექანიზმებს სწვალობენ, რომელიც ინტერნეტის მუშაობას უზრუნველყოფს. ავტოპილტის ავარიები-მომავლის ავტომობილებში სულ უფრო ნაკლებია მძღოლის ფუნქციები და უფრო მეტი დატვირთვა აქვს კომპიუტერს, უკვე მოხდა შემთხვევა, როდესაც ვერც მძღოლმა და ვერცTesla Model S-ის ავტოპილტომა ვერ შეამჩნია სატვირთო და შეასკდა, რის შედეგადაც 40 წლის ჯოშუა ბრაუნი გარდაიცვალა. პოლიციის რობოტმა პირველი მკვლელობა ჩაიდინა-დალასის პოლიციამ დამნაშავის გასანადგურებლად პირველად გამოიყენა რობოტი-ამაფეთქებელი, სნაიპერის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციელებს ესროდა. ტელეფონი, რომელიც ფეთქდება-წელს ნამდვილი რეკორდი დაამყარა უახლესმა Samsung Note 7-მა, ტელეფონი რომელიც აფეთქდა ავტომობილში, სახლში და თვითმფრინავშიც. კომპანიამ გამოცვალა ბატარიები, თუმცა სმარტფონები მაინც განაგრძობს აფეთქებას, კომპანიას ჯერჯეობით წარმოდგენა არა აქვს რატომ ხდება ასე. ვირტუალური დამხმარეს ბუნტი-Siri, Cortana, Alexa, Google Assistant —ყველა ეს საჭირო და ჭკვიანი მოწყობილობა ერთ დღესაც შეიძლება გატეხონ და ამის შემდეგ დაიწყებს შენს დაზვერვას, ჩაიწერს ყველა შენს საუბარს, უბრალოდ შეაგროვებს შენზე ინფორმაციას ყოველგვარი სამთავრობო უწყების ბრძანების გარეშე. 143 7-ს მოსწონს 1-ს არა
|