პროზა ფრაზები საოცარი წიგნებიდან. 2016, 16 ნოემბერი, 21:34 მოგესალმებით, დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ საკმაოდ საინტერესო თემით გიბრუნდებით.
რა არის ცოდნის და ფანტაზიის წყარო?ხელოვნებისა და პიროვნულობის საწყისი?რა თქმა უნდა, წიგნი.კარგ წიგნს შეუძლია ადამიანი რადიკალურად შეცვალოს და მას, ვისაც სჯერა, რომ გასაოცარი წიგნები არსებობენ, ყოველთვის შეეძლება განსაკუთრებულობის დანახვა.
წიგნი ცხოვრებას სხვა თვალით გვანახებს.ლიტერატურა იმისთვისაა შექმნილი, რომ სამყარო ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს. "ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია."-ასე იწყება წიგნი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ არის.ნამდვილი შედევრი."დორიან გრეის პორტრეტი"-დაწერილია ოსკარ უაილდის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის თითოეულ აბზაცში ვხედავ, განსაკუთრებულ, ცხოვრებისეულ და ამავდროულად ძალიან არარეალურ სიტუაციებს, მინდა მოკლედ გადმოგცეთ ის ფრაზები, რომლებმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. "ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეებს ჰპოვებენ, ბილწი სულის ადამიანები არიან.მათ არც მომხიბვლელობა გააჩნიათ.ეს ნაკლია" "სილამაზე, ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება.ინტელექტი თავისთავად ანომალიის ერთ-ერთი ხერხია და ყოველნაირი სახის ჰარმონიულობას აცამტვერებს" "უმჯობესია ადამიანი არაფრით გამოირჩეოდეს სხვისგან.ბედი ამქვეყნად მახინჯებსა და თავცარიელებს უფრო სწყალობთ.მათ შეუძლიათ მშვიდად ისხდნენ და პირდაღებულნი შესცქეროდნენ ამქვეყნიურ წარმოდგენას, დამარცხებით გამოწვეული უმძიმესი განსაცდელისგან ისინი დახსნილნი არიან." "გრძნობით შექმნილი ყოველი სურათი ხელოვანის სულიერი ჩანაფიქრის ანარეკლია და არა ნატურისა" "სინდისი და სიმხდალე ურთიერთს ვერსად წაუვლენ.სინდისი სიმხდალის აღიარებული სახელწოდებაა" "ახლო მეგობრებად მხოლოდ იმათ ვთვლი, რომელთაც შესანიშნავი გარეგნობა აქვთ, ნაცნობებს მათი კარგი ხასიათისათვის ვუახლოვდები, ხოლო მტრებში მათი გონების ძალა მიზიდავს.ადამიანმა ყველაზე ფრთხილად მტრები უნდა შეარჩიოს.." "გავლენის მოხდება ადამიანზე ნიშნავს, მთლიანად მას გადასცე შენი საკუთარი სული" "ეტყობა მხოლოდ სიტყვებს შესწევთ უნარი სათუთად გამოძერწონ და დახვეწონ სრულიად ჩამოუყალიბებელი გრძნობანი.დიახ, ალბათ სწორად მათში არის რაღაც იდუმალი მუსიკა ბარბითისა და ვიოლას ჰაეროვანი ხმებივით ტკბილი.მხოლოდ უბრალო სიტყვები!და განა არის რამ ამქვეყნად სიტყვის ფასი და მასზე უფრო რეალური?" "გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს, ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე" "თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ, მაგრამ შედარებით ცოტა, ვიდრე გსურთ, რომ იცოდეთ." "სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო მხოლოდ ხილვადშია და არა უხილავში" "ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის ის არის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია." "შენ არ გესმის რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა, ან მტრობა.ამ შემთხვევაში შენ ყველა გიყვარს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ მეტისმეტად გულგრილი ხარ." "ოდეს ახალგაზრდობა ხელიდან გაგეცლებათ, მშვენიერებასაც უნდა დაემშვიდობოთ.ისიც თავისთავად გაფრინდება და მაშინ უცებ აღმოაჩენთ, რომ უზენაესი სიხარულისა და სამყაროს წინაშე გამარჯვების დიადი გრძნობა უკვე ჩამქრალა თქვენში.მაშინ უნდა დაკმაყოფილდეთ იმ სვებედნიერი წარსულით, რასაც მეხსიერება შემოგინახავთ, მაგრამ იმ გარდასულ ჟამთა მეგური ყოფის გახსენება, ისეთ აუტანელ უბადრუკობად მოგეჩვენებათ, რომ თვით დამარცხების გრძნობაზე ბევრით უმწარეს ტკივილს მოგაყენებთ მუდამ" "ჩვეულებრივი ადამიანები იცდიან, სანამ ცხოვრება თავის იდუმალებას თვით გადაშლის მათ წინაშე, მაგრამ ამქვეყნად მხოლოდ რჩეულთ აქვთ ბედნიერება, ეზიარონ მის საიდუმლოს ადრევე, ვიდრე თვით გადაიხსნის თვალშეუღწევეელ პირბადეს.ჟამთა ვითარებასი ამას, რა თქმა უნდა, ხელს უმართავს ხელოვნება.უმთავრესად კი ლიტერატურა, რომელიც თვალისუსწრაფესად მოქმედებს როგორც გრძნობებზე, ასევე გონებაზე" "ქალები ჩვენ, კაცებს, ისევე გვეპყრობიან, როგორც კაცობრიობა ღმერთებს.გვაღმერთებენ და ამასთანავე თავს გვაბეზრებენ, რომ მარადჟამს მათ სურვილთა თავდაუზოგავ აღმსრულებლებად ვიქცეთ" "ახლა კი ნათლად ვგრძნობ და ვხვდები, ოდეს სამყარო მისგან ბოძებულ სილამაზეს წარიტაცებს, ადამიანი ყოველივეს კარგავს ამქვეყნად თურმე" გაგრძელება იქნება. 6994 4-ს მოსწონს
|