x
image
პოკაჰონტასი
უთბილესი ფოტოსესია წყვილისა, რომელმაც ერთად ყოფნის 63 წლისთავი აღნიშნა (12 ფოტო)
არ არსებობს სიყვარულის იმაზე უფრო სანდო ტესტი, როგორიც დროა. დრო ყველაზე დიდი გამოცდაა ჩვენი გრძნობებისთვის. დღე დღეს მიჰყვება, თვე თვეს, გადის მრავალი წელი და ხვდები, რომ იმ რჩეულთაგანი ხარ, რომელსაც ღმერთმა მართლაც რომ თავისი მეორე ნახევარი აპოვნინა. სწორედ ასეთ გამორჩეულ წყვილს გავიცნობთ დღეს ამ სტატიით.

ჩვენი დღევანდელი გმირები ვანდა და ჯოი, ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო წყვილია, რომელთა გულებიც დრომ კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა. მათ თავდაპირველად 1950 წელს ქუჩაში შენიშნეს ერთმანეთი, ხოლო 1952 წელს იქორწინეს. ასე რომ, მათი ერთად ყოფნა არც მეტი არც ნაკლები 63 წელს ითვლის. მოსიყვარულე ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა ამ თარიღისთვის დღესასწაულის სახე მიეცათ და სათანადოთ აღენიშნათ.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა ამ არაჩვეულებრივი დღის მოსაგონებლად წყვილის შთამომავლობას ფოტო-ალბომი არ დარჩენოდა, რათა წინაპრების სიყვარული მუდამ მაგალითად ჰქონოდათ. ვანდასა და ჯოის ფოტო-გადაღება სიამოვნებით იტვირთა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა შალინ ნელსონმა.

ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ზღაპრებში არ არსებობს და ეს ფოტოები ამის
საუკეთესო მტკიცებულებაა. ასეთ სიყვარულს ნებისმიერი ისურვებდა ­გულწრფელს, მარადიულს და დაუვიწყარს.


ამ ფოტოების არსებობა, იმის დასტურია, რომ ნამდვილ სიყვრაულს არ აქვს ვადები და იგი სამუდამოდ გრძელდება.

imageimageimageimageimageimageimageimageimage

image

image













0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0