სხვა როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ლიფტი ჩაწყდა 2016, 16 ნოემბერი, 11:03 სამწუხაროდ არავინ არ ვართ დაზღვეული მოულოდნელი ექსტრემალური სიტუაციისგან, თუმცა თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ, ნამდვილად შეძლებთ დროული და სწორი ქმედების შედეგად მოულოდნელად ჩამწყდარ ლიფტში გადარჩეთ ცოცხალი და მიიღოთ მინიმალური ტრავმები.
როგორ მოვიქცეთ და რა არ მოვიმოქმედოთ ლიფტის უცაბედი ჩაწყვეტისას ლიფტში ყოფნის მომენტში? ბევრისგან გსმენიად ალბათ, რომ ლიფტის მიწაზე დაცემის მომენტში უნდა ახტეთ. არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ასე, რადგან თქვენ არც გამოცდილი კალათბურთელი ხართ და არც იმის პროგნოზირება შეგიძლიათ, როდის უნდა მოხდეს ლიფტის მიწაზე დაცემა, თქვენი ახტომა თქვენივე უამრავი ტრავმით დასრულდება. Discovery-ზე მრავალჯერ დაამტკიცეს ეს ფაქტი, რომ ახტომა უარესია... ასევე ფეხზე დგომაც არ არის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ამ დროს თქვენს ფეხებს თქვენს სხეულზე 10-ჯერ მეტი წონის ზეწოლა მოუწევს, რაც სერიოზული ტრავმებით დასრულდება. როგორც კი იგრძნობთ ლიფტის ვარდნას, ყველაზე ხელსაყრელია ზურგზე დაწვეთ ძირს მთელი ლიფტის სიგრძეზე (სიგანეზე). ამ დროს დარტყმა თანაბრად ნაწილდება მთელს სხეულზე და ტრავმაც მინიმალურია. თუ კი ლიფტში მარტო არ ხართ და დაწოლა ვერ ხერხდება, დაჯექით ან ჩაიკუზეთ მუხლებმოხრილ პოზიციაში, რადგან ამ დროს თქვენს ჩონჩხზე (ძვლებზე) ნაკლები ზეწოლა იქნება დარტყმისგან, ვიდრე ფეხზე დგომის შემთხვევაში და ასევე ნაკლები ტრავმებით დასრულდება ვარდნა. 8952 17-ს მოსწონს 1-ს არა |
:))))))))
მსხვილი კალიბრის სნაიპერული შაშხანიდან სროლაც ამიტომაა მიზანშეწონილი დაწოლილი მდგომარეობიდან მოხდეს, იარაღის უკუცემის ძალა მარტო მხარზე არ წამოვა, არამედ მთელ სხეულზე გადანაწილდება.