x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
საოცარი ფაქტები ინდოეთის შესახებ

ინდოეთი – ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქვეყანა არის მსოფლიოში. არსებობს უამრავი ფაქტი ინდოეთზე, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. ამ ქვეყანას შეუძლია დაიტრაბახოს კულტურის უამრავი კერის, უცნაური მოვლენების და უჩვეულო ტრადიციების არსებობით. აქ სწორეს იმ საინტერესი ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომელიც ამ ქვეყანას უკავშირდება და რომლის შესახებ, შეიძლება, არ იცოდეთ.


image

1. ინდოეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 30 ძეგლია.

image
ტაჯ-მაჰალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია მსოფლიოში, მაგრამ მის გარდა, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის სიაში კიდევ 29 ობიექტია: ციხე სიმაგრეები რაჯასტანში, მთის რკინიგზები – დარჯილინგ-ჰიმალაის, ნილგირის, კალკა-შიმლას ხაზები, აჯანტის გამოქვაბულები, სუნდარბანის და ნანდა-დევის ეროვნული პარკები და სხვა უჩვეულო ადგილები და ნაგებობები.


2. ინდოეთში მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგია არის წარმოდგენილი


image
ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობა (80%) ინდუისტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა რელიგიის მიმდევრებიც არ არიან არანაირად შეზღუდულები. აქვთ საკუთარი ტაძრები და სამლოცველოები. ქრისტიანული თემი და ეკლესიები კერალში და გოაში არის. იუდაიზმი – კერალში. ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში, ასევე გვერდიგვერდ მშვიდად თანაარსებობენ ჯაინიზმის, ბუდიზმის, სიქიზმის და სხვა რელიგიების მიმდევრები.



3. ინდოეთში ყველაზე მეტი (%) ვეგეტარიანელი არის მსოფლიოში


image
ვეგეტარიანელობა ინდუიზმის განუყოფელი ნაწილია და ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ამის გამო, ვეგეტარიანელია. თუმცა არიან მორწმუნეები, რომლებიც ინდურ ტრადიციებს არ მისდევენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინდოეთი ყველაზე ვეგეტარიანული ქვეყანა არის მსოფლიოში.



4. ყველაზე უჩვეულო საფოსტო განყოფილებების ქვეყანა


image
ინდოეთში ყველაზე მსხვილი საფოსტო ქსელია მსოფლიოში და იქ საფოსტო განყოფილებების ნახვა მეტად უჩვეულო ადგილებშიც შეიძლება. ასე მაგ., ჰიმაჩალ-პრადეშის შტატის ქ. ჰაიკში, საფოსტო განყოფილება ზღვის დონიდან 4 440 მ-ზე მდებარეობს. ქაშმირშო, დალის ტბაზე მოცურავე საფოსტო განყოფილება არის, ხოლო 70-იან წლებში, ზოგიერთ ქალაქში მობილური ფოსტა მოძრაობდა, აქლემების სახით.



5. ვარანასი – ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია მსოფლიოში


image
დღეს წმინდა ქ. ვარანასში მოსახლეობა 3000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო თავად ინდიელები თვლიან, რომ ქალაქი ბევრად უფრო ძველია და 5000 წლის წინ დაარსდა. ვარანასი წმინდა მდ. განგზე მდებარეობს და ყველა ინდუისტს სწორედ ამ ადგილზე უნდა სიკვდილი, რადგან ითვლება, რომ ამით ისინი რეიკარნაციის ციკლისგან (დაბადება, სიკვდილი და ახლიდან დაბადება) გაათავისუფლდებიან და ადგილს დაიმკვიდრებენ სასუფეველში.




6. ინდოეთი – მეორე ადგილზე მყოფი ინგლისურენოვანი ქვეყანა არის მსოფლიოში


image
ადამიანების რიცხვ, რომლებიც ინგლისურად ლაპარაკობენ, აქ იმაზე ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში. მაგრამ, ინგლისური ერთ-ერთი ოფიციალური ენა არის, სხვა 22 ოფიციალურ ენას შორის და დამხმარე ენაა ხელისუფლებისთვის, ჰინდის ენასთან ერთად. ინგლისური ქვეყნის მხოლოდ 10 % იცის და უფრო ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც მშობლიურ ენად ინგლისურს თვლის, მაგრამ ქვეყანაში, ასეთი დიდი მოსახლეობით, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის ნახვა, ვისთანაც გასაუბრებას შეძლებთ ამ ენაზე.



7. აზიური ლომი მხოლოდ დას. ინდოეთში ბინადრობს


image
აზიური ლომი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ირანული ლომი, ოდესღაც შუა აღმოსავლეთში (ტერიტორია ევროპასა და პაკისტანს შორის) და ინდოეთში ბინადრობდა, დღეს გადაშენების პირას არის და მხოლოდ გუჯარათის შტატის გირის ნაკრძალშიღა შეიძლება მისი ნახვა.



8. ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ის მსოფლიოში, მეხუთე ადგილზე იქნებოდა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.


image
უტარ-პრადეშის შტატში 200 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ბევრად აღემატება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შედგენილი რეიტინგის ათეულში შემავალი ისეთი ქვეყნების მოსახლეობას, როგორიც არის: მექსიკა, იაპონია, ბანგლადეში, რუსეთი და თითქმის უთანაბრდება ბრაზილიის მოსახლეობის რაოდენობას.



9. კუმბა-მელა – ყველაზე დიდი თავყრილობა დედამიწაზე


image
კუმბჰა-მელა – ეს არის ინდუისტური მომლოცველების რიტუალი, რომელში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად იზრდება. მას სამ წელიწადში ერთხელ ატარებენ ალაჰაბადში, ჰარიდვარში, ნაშიკში ან უჯაინში. მაგრამ, თავყრილობა რომელიც 12 წელში ერთხელ ტარდება ალაჰაბადში, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე წმინდაა. ბოლოს იქ რელიგიური რიტუალი 2013 წელს ჩატარდა და მასში 100 მილიონი კაცი მონაწილეობდა.



10. ინდოეთი უძველესი დროიდან მოდის ცენტრია


image
უძველესი დროიდან მოყოლებული, ინდური ქსოვილები მთელს მსოფლიოში იყიდებოდა და ინდოეთს, დიდი ხნის მანილზე, ისე იცნობდნენ, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ბამბის და აბრეშუმის ქსოვილის მწარმოებ ქვეყანას.
დღევანდე დღეს მოდის სფერო კარგად არის ქვეყანაში განვითარებული, ხოლო მოდის კვირეულიები, რომლებიც მუდმივად იმართება დელიში, მუმბაიში და ბანგალორში, კიდევ უფრო მეტად უმაგრებს ზურგს, ისედაც “აყვავებულ" მოდის ინდუსტრიას. გარდა ამისა, ქვეყანაში შემონახულია ბევრი ტრადიცია, რომელიც ქსოვილების ხელით შექმნას (მაგ. თექა) და გაფორმებას უკავშირდება.



11. საფეხრებიანი ჭები


image
ინდოეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, რეგიონებში სადაც კლიმატი მშრალია, წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში მისი მოპოვება მიწისქვეშ ხდება. უდაბნოებში და მშრალი კლიმატის რეგიონებში აშენებულია საფეხურებიანი ჭები, რომლის ზიგ-ზაგისებური კიბეები, გვირაბები და აივნები წყლის საცავებისკე მიდის.
საფეხურიანი ჭები, ერთი შეხედვით, ტაძრებს მოგაგონებთ, რადგან ისინი სწორედაც რომ ტაძრის სტილში არის აგებული და კიბეები და კედლები მთლიანად ორნამენტებით არის დაფარული.

image

image

image

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საფეხურებიანი ჭა არის ჩანდ ბაორი, რომელიც ჯაიპურის მახლობლად მდებარეობს.



12. ყველაზე მაღალნალექიანი დასახლებული პუნქტია მსოფლიოში


image
ინდოეთის მეგჰალაიას შტატი იმით არის ცნობილი, რომ იქ ყველაზე ხშირად მოდის წვიმა. ასე მაგ., სოფ. მაუსინრამში წელიწადში 11 871 მმ. ნალექი მოდის.



13. ცოცხალი ხიდი


image
მეგჰალაის შტატშუ უჩვეულო ხიდია, რომელსაც ბუნება უკანასკნელი 500 წლის მანძილზე ქმნიდა. ეს ხიდი, რომელიც ხის ფესვებით და ტოტებით არის შექმნილი, ბევრად უფრო მტკიცეა, ვიდრე ხის ხიდი, რომელიც ნოტიო კლიმატის გამო, შეიძლება დალპეს და დაიშლებოდა.



14. პადმანაბჰასვამის ტაძარი – ყველაზე მდიდრული ტაძარი მსოფლიოში


image
ქ. ტრივანდრამში (კერალას შტატი) მდებარე პადმანაბჰასვამის ტაძარი ყველაზე მდიდრული ინდუისტური ტაძარია მსოფლიოში. 2011 წელს, 130 წლის შემდეგ, პირველად გაიხსნა ტაძრის სარდაფები და იქ დიდი რაოდენობით ოქრო, ვერცხლი და სხვა ძვირფასი მეტალები აღმოაჩინეს. ტაძრის განძი ასობით მლნ. დოლარად არის შეფასებული.



15. მზის ყველაზე დიდი საათი


image
ჯანტარ-მანტარის ობსერვატორია ჯაიპურში XVIII საუკუნეში ააგეს. იმ დროს იქ ასტრონომიულ ცხრილებს ადგენდნენ და მზის, მთვარის და სხვა პლანეტების მოძრაობის ტრაექტორიებს განსაზღვრავდნენ. დღეს ძველი ობსერვატორიის ტერიტორიაზე ასტრონომიული ხელსაწყოების 19 არქიტექტურული ნაგებობა არის და მათ შორის, ყველაზე დიდი მზის საათი მსოფლიოში.



16. 140 სახეობაზე მეტი ტრადიციული ინდური დესერტი


image
ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში, ტკბილეულს განსხვავებული რეცეპტებით ამზადებენ: ფეთხა მოხარშული გოგრიდან, დაულატი კი ჩაატი, რომელიც რძის ქაფით მზადდება და მხოლოდ დელიში იყიდება, ისიც ზამთარში, რასაგოლა – ბენგალური ბურთები, დამზადებული რძით და სიროფით, გაჟარ კი ხალვა – აკეთებენ გახეხილი სტაფილოსგან ქვეყნის ჩრდ. რეგიონებში, ბრინჯის პუდინგი ქხირი და ჯალები – სიროფში მოხარშული ცომის ხვეულები.
ინდური დესერტი ძალიან ტკბილია – მზადდება დიდი რაოდენობით ერბოს და სანელებლების (ილი, დარიჩინი, ზაფრანა, ქოქოსის, ვარდის წყალი ან თხილი) გამოყენებით.



17. ქხარი ბაოლის ბაზარი დელიში – სანელებლების ყველაე დიდი ბაზარი მსოფლიოში


image
ბაზარი თითქმის 4 საუკუნის მანძილზე არსებობს და იქ ყველა სახის სანელებლები, ჩირი, თხილეული, ჩაი და დესერტის მოსამზადებელი ინგრედიენტები იყიდება.



18. ბანდრა-ვორლის ხიდი – ყველაზე გრძელი წყალზედა ხიიდი მსოფლიოში


image
ეს ხიდი მუმბაიში მდებარეობს და მისი სიგრძე 5, 6 კმ-ია, ხოლო წონა – 350 000 ტ. არის.



19. ყველაზე დიდი ოჯახი მსოფლიოში.


image
ზიონა ჩანა არის მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახის პატრონი. მას 39 ცოლი, 94 შვილი და 39 შვილიშვილი ჰყავს. ოჯახი მიზორამის შტატის სოფ. ბაკტვანგში, 4 სართულიან სახლში ცხოვრობს, რომელშიც 100 ოთახია.



20. წელიწადის 6 დრო


image
ინდური კალენდრის მიხედვით, ინდოეთში წელიწადის 6 დრო არის: ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, მუსონების სეზონი და ზამთრის წინა სეზონი.

0
1453
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0