სხვა ოპტიკური ილუზია წარმოუდგენელი მაგრამ რეალური(როგორ გვატყუებს თვალი) 2012, 7 ივნისი, 17:16 ოპტიკური ილუზია- ადამიანის მხედბელობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით. რამდენიმე ძალიან საინტერესო ოპტიკური ილუზია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქვევით. 1.გოგონოა, რომელიც ბრუნავს. ილუზია შექმნა ვებ-დიზაინერმა სახელად Nobuyuki Kayahara. ახლა კი ვნახოთ ილუზიის მთავარი კითხვა, რომელზეც თქვენ მოგიწევთ პასუხის გაცემა."რომელ მხარეს ტრიალებს გოგონა?" ყურადღებით უყურეთ და უპასუხეთ, იგი ტრიალებს საათის ისრის მიმართულებით თუ მის საწინააღმდეგოდ? ოღონდ პასუხში ნუ ჩაიხედავთ) პასუხი ქვევითაა უფრო ქვევით კიდე ცოტაც სულ ცოტაც და აი პასუხიც :) სწორი პასუხი იქნება ორივე მიმართულებით.ფიქრის და კონცენტრაციის გაძლიერებით თქვენ შეგიძლიათ მოძრავ გოგონას მიმართულება შეუცვალოთ.თუ ეს არ გამოგდით მაშინ ქვედა სურათს შეხედეთ. შეხედეთ მარჯვენა სურათს შემდეგ კი ზედა ილუზიას ნახავთ, რომ გოგონა საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს, შეხედეთ მარცხენა სურათს შემდეგ ილუზიას ნახავთ რომ გოგონა საათის ისრის საპირისპირო მხარეს ბრუნავს.მიმართული ხაზები(წითელი და ლურჯი) თქვენს ტვინს ეხმარება მიმართულების განსაზღვრაში. 2.წითელი ხაზები კითხვა:სურათზე მოცემული წითელი ხაზები ერთმანეთის პარალელურია თუ არა? პასუხი:დიახ ისინი ყველა პარალელურია შეგიძლიათ სახაზავით ან თითის გაყოლებით შეამოწმოთ. 3.წერტილები კითხვა:რა ფერის წერტილებს ხედავთ სურათზე? თეთრს თუ შავს? პასუხი: თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ თეთრიც და შავი წერტილებიც.მაგრამ სინამდვილეში სურათზე ყველა წერტილი შავია. შესამოწმებლად ყველა წერტილს ცალ-ცალკე შეხედეთ 4."სპირალი" კითხვა:სპირალი თუ წრე? პასუხი:თუ კიდევ ვერ მიხვდით, სურათზე მხოლოდ წრეებია გამოსახული.შესამოწმებლად შეგიძლიათ თითი გააყოლოთ მათ. 5.თავის აქტიური მოძრაობა ამ ილუზიის სანახავად საჭიროა ცენტრში ყურება და თავის მიწევა-გამოწევა. გაგაოცათ? 6.ლაიერ მიულერის ილუზია კითხვა:რომელია უფრო გრძელი? პასუხი:ისინი ერთი ზომის არიან. 7.ფერადი ლაქები კონცენტრაცია მოახდინეთ ცენტრში ცოტა ქვევით მდებარე შავ წერტილზე.რამდენიმე წამის შემდეგ ფერადი ლაქები გაქრება. 8.ფრეიდი მართალია ფრეიდის თეორიის თანახმად, პირველი, რაც თქვენ უნდა დაგენახათ სურათზე შეხედვისას არ უნდა ყოფილიყო წიგნი 9.ფიგურა ეს ერთ-ერთი საუკეთესო ილუზიაა, სცადეთ: 1.მოდუნდით და უყურეთ სურათზე 4 პატარა წერტილს 30 წამის განმავლობაში. 2.შემდეგ მხედველობა ნელა გადაიტანეთ კედელზე ან ჭერზე(ან რამე უფრო დიდზე და ერთი ფერისაზე). 3.თქვენ ხედავთ, როგორ წარმოიქმნება ნათელი წრე. 4.რამდენჯერმე დაახამხამეთ თვალები და დაინახავთ ამ კრუგში წარმოქმნილ ფიგურას. 5.რა ან ვინ დაინახეთ? 10.ფეხბურთელები გადაითვალეთ ფეხბურთელები და მათი გადანაცვლების შემდეგ ხელახლა გადათვალეთ.ნეტა რა ხდება? ვინც მიხვდება კომენტარში დაწეროს) 11.იპოვე ძაღლი ესეც ილუზია განწყობისთვის. 1380 11-ს მოსწონს
|