სხვა ბალეტი კუბის ქუჩებში (21 ფოტო) 2016, 15 ნოემბერი, 19:04 ფოტოგრაფმა, ომარ რობლსმა, ინსტაგრამზე უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა თავისი ბოლო ნამუშევრით, რომელიც კუბის ქუჩებში წარმოდგენილ ბალეტს ასახავს. ომარი აღფრთოვანებულია კუბელებით და მათ მსოფლიოში საუკეთესო მოცეკვავეებად მიიჩნევს. ფოტოგრაფს დიდიხნის მანძილზე სურდა კუბას წვეოდა, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ, მან ოცნება სპონსორის მეშვეობით განახორციელა და შედეგად, პროექტიც შედგა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოცეკვავეებმა საშუალება მისცეს ომარ რობლსს საკუთარი იდეა იმაზე ბევრად უკეთესად განეხორციელებინა, ვიდრე წარმოდგენილი ჰქონდა. საბოლოოდ, შედეგმაც არ დააყოვნა და ფოტოებმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაშიც თავადაც დარწმუნდებით. 174 3-ს მოსწონს
|