x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512527
როგორ გამოვიცნოთ ქალის ხასიათი ჯდომის მანერით - ტესტი, რომელიც სანდოობით ნამდვილად გაგაკვირვებთ!

image


მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ხასიათის გაგების ერთ-ერთი ხერხია მათი ჯდომისა თუ დგომის პოზაზე დაკვირვება.

უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ქალი იდუმალი და ამოუცნობი არსებაა. მისი ხასიათი კი საერთოდ ერთი დიდი თავსატეხია მამაკაცებისთვის. თუმცა არის ზოგიერთი ხერხი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მეტ-ნაკლები სიზუსტით შევიტყოთ ამ თუ იმ ქალბატონის ხასიათის ზოგადი შტრიხების შესახებ.

სურათზე მოცემულია ის ძირითადი პოზები, რომლებშიც, ჩვეულებრივ ზიან ან დგანან ქალბატონები. ქვემოთ კი გთავაზობთ ამ პოზების ახსნას, ანუ ხასიათის რომელი შტრიხები ახასიათებს კონკრეტული პოზის მოყვარულ ქალბატონს.
image

А — თქვენ გაწონასწორებული, პრაქტიკული და მომთმენი ხართ. ყველა აღიარებს, რომ ერთგული და გულწრფელი ბრძანდებით. გარკვეული სიცივე, რომელიც თქვენს გარეგნობაში შეიმჩნევა, ზოგჯერ ხელს გიშლით გარშემომყოფებთან ახლო კონტაქტის დამყარებაში.

Б — გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. აქტიური ტემპერამენტი გაქვთ, იცით რა გსურთ და ცდილობთ მიაღწიოთ მას. თქვენი ინტელიგენტურობა და ძლიერი ხასიათი გამოიხატება იმაში, რომ მიდგომებში ამჟღავნებთ მოქნილობასა და საღად აზროვნებას. საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და არ გახასიათებთ მორჩილება - გირჩევნიათ თავად იყოთ დომინანტი.

В — ძალიან გიძნელდებათ რაიმე გაზრახვისა თუ იდეის განხორციელებაზე უარის თქმა. მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ხასიათის სიმტკიცე შეიძლება ბოროტად შემოგიბრუნდეთ, თუ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში მოქნილი არ იქნებით.

Г — ამბიციური ხართ და ჩანაფიქრებისა და გეგმების განხროციელების დროს ხშირად მოუთმენლობას იჩენთ. აზარტული, საკმაოდ მგზნებადი ტემპერამენტი გაქვთ. ურთიერთობის თქვენეული მეთოდები, ენერგიულობა და დინამიზმი - ესენია თქვენი მთავარი კოზირები, მაგრამ დროდადრო ტემპერამენტის მოთოკვა აუცილებელია.

Д — ფეხების ამგვარი განლაგება განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ქალბატონებში, რომლებიც გამოირჩევიან თავშეკავებულობით, გაუბედავობით, საკუთარ თავში დაურწმუნებლობით. ამგვარმა შტრიხებმა შეიძლება ქალის მიმართ მომეტებული ინტერესი გამოიწვიოს. შეიძლება ამგვარი ქალბატონი ზედმეტად რთული ბუნების მქონედ მოგეჩვენოთ. თუმცა თავისი მომხიბვლელობისა და ტაქტის წყალობით ხშირად აღწევენ იმას, რომ გარშემომყოფნი აფასებენ.

Е — მიუხედავად იმისა, რომელ ფეხს რომელზე გადადებთ, ამგვარი პოზა მიუთითებს ქალბატონზე, რომელმაც იცის, როგორ უნდა იცხოვროს და კარგად იეყენებს თავის ამ თვისებას.

Ж — თქვენ გულახდილი, გულწრფელი ხართ, ამიტომაც თქვენი სწორხაზოვნება არ აღიზიანებთ გარშემომყოფებს. თქვენთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა სიზუსტე, მოწესრიგებულობა, პედანტიზმი, თანდაყოლილი სიყვარული წესრიგის მიმართ, რომელიც ზოგჯერ მანიაშიც კი იზრდება. გარეგნულად ცოტა ცივად გამოიყურებით, მაგრამ ეს მხოლოდ მცდარი შთაბეჭდილებაა - სინამდვილეში ოქროს გული გაქვთ.

З — თქვენ თავშეკავებული და ჩაკეტილი ხართ. უფრო ხშირად მოლოდინისა და თავდაცვის პოზიციას ირჩევთ. ვერ იტანთ სულ მცირე საყვედურსაც კი, რადგან ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. გარშემომყოფებს ეშინიათ თქვენი რეაქციების და თავს არიდებენ თქვენთან საუბრის გაბმას. კონტაქტის ამგვარი უკმარისობა იზოლირების გრძნობას ბადებს თქვენში.

И — ძალიან მერყევი, ზედმეტად სკურუპულოზური ხართ, რაც თავადაც გწყვეტთ გულს, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებთ. თავს არიდებთ ადამიანებს და ხშირად ატარებთ დროს მარტოობაში. თუმცა, იმდენად კარგად ერკვევით საკუთარ თავსა და ადამიანებში, რომ შეგიძლიათ ძალიან ზუსტი ანალიზის გაკეთება. ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ.

К — თქვენ მბრძანებლური, ეჭვიანი ბუნება გაქვთ. გიყვართ ყველაფერში და ყოველთვის პირველობა, გარშემომყოფებზე დომინირება, თქვენთან ურთიერთობა საკმაოდ ძნელია. პირად ცხოვრებაში ცვლილებების მიმართ კი მერყეობას იჩენთ.


image

5
6670
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6670
  
2016, 15 ნოემბერი, 13:51
:D:D:D:D
2016, 15 ნოემბერი, 13:43
ან იქნებ Д? :)))
2016, 15 ნოემბერი, 12:24
В- ჩემი ::D:D:D
2016, 14 ნოემბერი, 13:31
ჩემი А არის და აბსოლუტურად ემთხვევა :))
2016, 14 ნოემბერი, 13:21
Ж- და ასეა :))
0 1 5