x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
სუპერ–წებო და სოდა ერთად სასწაულებს ახდენს- გაოცდებით!
ყველას გაქვთ სახლში ე.წ. საკვები სოდა და მასზე არაერთი სასწაული გსმენიათ, თუ როგორ ებრძვის სოკოს, უებარია კბილის გათეთრების საკითხსა და საკონდიტრო ნაწარმში. თუმცა ბევრი თქვენგანი ვერც წარმოიდგენდა მის სუპერ–წებოსთან ნარევს რა სასწაულის მოხდენა შეუძლია. ალბათ არაერთხელ გადაგიგდიათ გატეხილი ნივთი, რომელიც წებოთი ვერაფრით დაწებდა, თუმცა წებოს სოდასთან ნარევი კი ყველა თქვენს ძველ–გატეხილ ნივთს თავის ადგილს დაუბრუნებს.

image

მაგალითისთვის გთავაზობთ რამოდენიმე ნაცად ვარიანტს ამ მეტად მარტივი და იაფი საშუალების გამოყენებით.



1. თუ გაგიტყდათ საკიდი, ნუ გადააგდებთ მას, უბრალოდ წაუსვით სუპერ–წებო და ცოტახანს დაიკავეთ ხელით, შემდეგ დააყარეთ ნაწიბურზე სოდა და ისევ დანამეთ წებოთი. გადმოატრიალეთ საკიდი და მეორე მხარესაც იგივე გაიმეორეთ– წებო–სოდა–წებო–სოდა. დაგარწმუნებთ, რომ ის აღარასოდეს გატყდება იმდენად ახდენს ეს ორი მარტივი და იაფი საშუალება მის შეკავშირებას. (იხილეთ ფოტოკრებული)


imageimageimageimageimageimageimageimage



2. მეორე მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ავტომობილის მინების საწმენდის ავზის ძრავს. იმის გამო, რომ ჩვეულებრივად მისმა დაწებებამ გამოიწვია კორპუსის დალუქვა, ფუნჯის და თბილი წყლის მეშვეობით მოაშორეს და ანალოგი მეთოდით წებოსა და სოდის საშუალებით დააწებეს ის.

imageimage



3. მონიტორის ფეხის შიდა მაცირკულირებელი ნაწილი, რომელიც უწყობს ხელს მონიტორს ჰორიზონტალურად გადახრაში, გადატყდა მის სამაგრ თეფშთან ერთად. ინჟინერებს რა იდეა მოუვიდათ ამასთან დაკავშირებით, თუ გატყდებოდა არ ვიცი, მაგრამ 2 ხრახნს რომ არ ძალუძს თითქმის 7 კილოგრამიანი მონიტორის დაკავება– ეს ფაქტია. მისი შეკეთება კი ხელსაყრელია მხოლოდ დონორით, ან მსგავსი ნაწილის გაჩარხვით.


როგორ მოვიქცეთ ასეთი პრობლემის შემთხვევაში?


წვრილად დამტვრეული ფრაგმენტები გადაყარეთ, დაზიანებულ ზედაპირს კი დააყარეთ სოდა, შემდეგ დაასხით წებო. წებო აუცილებლად უნდა იყოს თხევადი. პოლიმერიზაცია ხდება დაუყოვნებლივ, ნარევი კი მყარდება 2–3 წამში. ნაწიბური იმდენად ძლიერი და მყარი იქნება, მისი გადამტვრევა უფრო შეუძლებელი იქნება, ვიდრე უვნებელი მონიტორის სამაგრის. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ნაწიბური გავაპრიალოთ და გავუკეთოთ ხვრელები ხრახნებისთვის. (იხილეთ ფოტოკრებული)


imageimageimageimageimageimage




იხილეთ აგრეთვე:



სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?


თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!


10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ


ამის შემდეგ თქვენ აღარასოდეს გადააგდებთ უსარგებლო ტუშს


ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო


10 აუცილებელი რჩევა წარსულიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად


როგორ შევკეროთ საკუთარი ხელით "უგები"





4
13839
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
13839
  
2016, 14 ნოემბერი, 13:26
გაგვიზიარე მერე შედეგი :)
2016, 14 ნოემბერი, 13:18
ოQრომჭედლებიც იყენებენ შედუღებისას მინახია, მაგრამ ასე წებოსთან ტანდემში არა და დღესვე ვცდი რა გამოვა. :)
2016, 14 ნოემბერი, 13:15
მეც უნდა ვცადო აუცილებლობის შემთხვევაში :)
2016, 14 ნოემბერი, 12:53
მაგარია და აუცილებლად გავტესტავ
0 1 4