ფოტოგრაფია საუკუნის 40 უძლერესი ფოტო, რომელიც უკვე ისტორია არის 2016, 14 ნოემბერი, 10:48 საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოსურათი, დიდი ხნის მანძილზე შეიძლება ჩარჩეს გონებაში ადამიანს. თითოეული ფოტოკადრი – ჩვენი ცხოვრების უხილავი ქრონიკა არის, ფოტოსურათების ნაკრებს კი – ჩვენი რეალობის ერთიან სურათს ქმნის. *** ძაღლი, სახელად Leao, უკვე ორი დღეა ზის, ღვარცოფის დროს დაღუპული, პატრონის საფლავთან. რიო-დე-ჟანეირო, 2011 წ. 15 იანვარი სამი და, დროის სამი «მონაკვეთი» – სამი ფოტო. ორი ლეგენდარული კაპიტანი, პელე და ბობი მური. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, 1970 წელი. 8 წლის კრისტიანს აძლევენ დროშას, მისი მამის დაღუპვის გამო, გამართული გამოსათხოვარი ცერემონიის დროს. ბავშვის მამა ერაყში მოკლეს, სახლში დაბრუნებამდე, რამოდენიმე დღით ადრე. ომის ვეტერანი Т34 ტანკთან, რომლითაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძვოდა. რუმინელი ბავშვი აძლევს გულის ფორმის სათამაშოს პოლიციელს, ბუქარესტში საპროტესტო აქციების დროს. ფილადელფის პოლიციის გადამდგარი კაპიტანი რეი ლუისი იმისთვის დააკავეს, რომ ის მონაწილეობდა უოლ-სტრიტის საპროტესტო აქციაში. აშშ, 2011 წელი. ბერი ადამიანის გვერდით, რომელიც უეცრად გარდაიცვალა, მატარებლის მოლოდინის დროს, ჩინეთი. აფროამერიკელი ათლეტები ტომი სმიტი და ჯონ კარლოსი ზევით წევენ მუშტებს, ვიტნამში ომის დაწყებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების სოლიდარობის ნიშნად. ოლიმპიური თამაშები, 1968 წელი. პრეზიდენტი ჯონ კენედის დაკრძალვა, 1963 წლის 25 ნოემბერი. ფოტო, რომელზეც კენედი-უმცროსი ხელის აწევით ესალმება მამის სასახლეს, მთელმა მსოფლიომ იხილა. ადამიანი ჩრდ. კორეიდან ხელს უქნევს სამხრეთ კორეელს ავტობუსიდაბ, კუმგანის მთასთან შეხვედრის შემდეგ. 2010 წ. 31 ოქტომბერი. ისინი 1950–53 წწ. ომმა დააშორა. ძაღლი პატრონს ცუნამის შემდეგ შეხვდა. იაპონია, 2011 წ.«დამიცადე, მამა» — ფოტოსურათი გადაღებულია ბრიტანეთის კოლუმბიის პოლკის აღლუმი დროს. 5 წლის უერენ უაიტ ბერნანდი ცდილობს მამას დაეწიოს, ყვირილით – «დამიცადე, მამა». სურათი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მას შემდეგ რაც ჟურნალ «Life»-ში დაიბეჭდა. კანადა, 1940 წელი. მღვდელი ლუის პადილო და ამბოხების დროს, სნაიპერის მიერ დაჭრილი ჯარისკაცი. ვენესუელა, 1958 წ. ავსტრალიელი სკოტ ჯონსი კოცნის თავის კანადელ მეგობარ გოგონას, კანადელები პროტესტის ფონზე. ჰოკეის გულშემატკივრები პროტესტს იმის გამო გამოთქვამდნენ, რომ მათმა Vancouver Canucks სტენლის თასი დაკარგა. დედა და შვილი ტორნადოს მიერ მთლიანად დანგრეულ საკუთარ სახლთან. კონკორდი (ნიუ-ჰემფშირი), 2011 წ. აპრილი ახალგაზრდა მამაკაცი საოჯახო ალბომს ათვალიერებს, რომელიც საკუთარი სახლის ნანგრევებში იპოვა, მიწის ძვრის შემდეგ. სიჩუანი, ჩინეთი, 2008 წლის 12 მაისი. როდესაც პარიზში ფაშისტები შედიოდნენ... პარიზელების რეაქცია. ტყვე ჯარისკაცი ჰორაციო გისლი (სახელი იმით გაითქვა, რომ ბანაკიდა 200-ზე მეტჯერ გაიქცა) და ჰაინრიხ ჰიმლერი, ბანაკის დათვალიერების დროს. გარდაცვლილი შვილის მამა, მემორეალთან 9/11. ნიუ-იორკი, აშშ. ჟაკლინ კენედი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის მიერ ფიცის დადების დროს. 5 წლის ტანიშ ბლევინს, ქარიშხალი კატრინას მიერ დაზარალებული, 105 წლის ნიტუ ლაგარდის ხელი უჭირავს. აშშ, 2005 წ. გოგონა, რომელიც რადიაციისგან გასაწმენდ დროებით იზოლატორში არის, საკუთარ ძაღლს ესაუბრება ფანჯრიდან. იაპონია, 2011 წ. ოჯახის წევრებთან შეხვედრა. ჟურნალისტები იუნა ლი და ლორა ლინგი, რომლებიც ჩრდ. კორეაში დააპატიმრეს და 12 წლით კატორღული სამუშაოები მიუსაჯეს, აშშ-ს დიპლომატების ჩარევის შემდეგ, გაათავისუფლეს. ვეტნამში ომის დაწყების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს, პაციფისტი ჯეინ როუზ კესმირი, პენტაგონის დაცვის ჯარისკაცს, ყვავილს უმაგრებს თოფის ხიშტზე. აშშ, 1967 წ. უცნობი მეამბოხეს საკულტო ფოტოსურათი. ადამიანი, რომელიც ტანკების კოლონას წინ დაუდგა. ტიანანმენის მოედანი, ჩინეთი, 1989 წ. ცოტა ხნის წინ, იპოვეს ფოტოსურათი, რომელიც პროტესტს სხვა კუთხით აჩვენებს, უფრო შორიდან. ადამიანი, რომელიც ტანკებს აჩერებდა, ხეებს შორის არის, მარცხნივ. ჰაროლდ ვიტლზმა პირველად გაიგო ხმა თავის ცხოვრებაში — ექიმმა მას მოსასმენი აპარატი გაუკეთა. ჰელენ ფიშერი კოცნის კათაფალკას, რომელშიც მისი 20 წლის დეიდაშვილის, ჯარისკაცის დუგლას ჰოლიდეის კუბო არის მოთავსებული. მოკავშირეების ჯარები საფრანგეთში გადასხდომის მომენტში, ოპერაცია «ნეპტუნი». II ფრონტის გახსნა II მსოფლიო ომის დროს. ნორმანდია, საფრანგეთი, 1944 წ. 6 ივნისი. ქალიშვილთან შეხვედრა, II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. გოგონა პირველად ხედავს მამას.
სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცი, დამოუკიდებლობის დღისადმი მოძღვნილი აღლუმის რეპეტიციის დროს. გრეგ კუკი ეხვევა თავის ძაღლს, რომელიც ტორნადოს შემდეგ დაკარგული იყო. ალაბამა, 2012 წ. მარტი. ფოტოსურათი, რომელიც ასტრონავტმა უილიამ ანდერსმა გადაიღო «აპოლონ-8» მისიის დროს, 1968 წ. 9 აპრილის საპროტესტო აქცია. თბილისი, 1989 წ. 2185 9-ს მოსწონს
|