x
მეტი
  • 27.07.2024
  • სტატია:136189
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას კიდევ ერთხელ შეეცდება

image
ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი – ძალოსანი გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის მოხსნას კიდევ ერთხელ შეეცდება: მან ერთმანეთზე გადაბმული ხუთი ავტომობილი კბილებით უნდა გაწიოს. ასპარეზობის მხარდამჭერია საქართველოს მინი კუპერის ფანკლუბი.


ღონისძიება ხვალ, 15:00 საათზე, მეტეხის ტაძრის ეზოში ჩატარდება. წესების თანახმად, სპორტსმენმა ერთმანეთზე გადაბმული ავტომობილები მინიმუმ სამ მეტრ მანძილზე უნდა გაწიოს. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

22 წლის გურამ უსტიაშვილისთვის ეს ასპარეზობა პირველი არ არის. მისი დებიუტი 2013 წელს, “თბილისობის” დღესასწაულზე შედგა, როდესაც კბილებით სამი ავტომობილი გაათრია. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს კი შედეგი ერთი ავტომობილით გააუმჯობესა.

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:GRF Media
GRF Media
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0