x
image
პოკაჰონტასი
უძველესი ფოტოაპარატით გადაღებული განსხვავებული ელფერის ფოტოები (13 ფოტო)

თანამედრომე ფოტოგრაფი, გილ კლიმენტი, ცდილობს მსოფლიო თავისებური სტილით, ძველებური იერით დაგვანახოს, რაც მის ნამუშევარს საოცრად შთამბეჭდავს და მიმზიდველს ხდის. ფოტოები გადაღებულია აპარატით, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 160 წლის წინაა შექმნილი.

გილ კლიმენტი, გადაღების ორი ტექნოლოგიის შერწყმას მიმართავს: ამბროტიპიას, რომელიც გულისხმობს მინის გამჭვირვალე ზედაპირზე გამოსახულების გადატანას, რომლის დროსაც გამოსახულება ნეგატივის სახით წარმოდგება, ხოლო თუ მას შავი ფერის ფონს ამოვუდებთ, დავინახავთ პოზიტიურ გამოსახულებას. გადაღების მეორე ტექნოლოგია ტინტაიპია, რაც გახლავთ შავ ზედაპირიან მყარ მასალაზე შექმნილი გამოსახულება, რომლის დროსაც გამოსახულება პირდაპირ პოზიტივად წარმოგვიდგება. მას არ გააჩნია ნეგატივის წარმოდგენის საშუალება და ჩვეულებრივი ამბროტიპისაგან განსხვავებით სურათის დასრულებულ ფორმას წარმოადგენს, რომელზეც გამოსახულება აისახება შებრუნებულად.

ასე, რომ შედეგად მიიღება ფოტოს საბოლოო სახე, დამახასიათებელი ბზარებითა, თუ ნაკაწრებით, რომელიც ერთი შეხედვით თითქოსდა ხარისხის ნაკლად აღიქმება, სინამდვილეში კი, გაცილებით სრულყოფილად გვიჩვენებს სამყაროს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
105
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0