საზოგადოება ავსტრალიის ახალი სექს სიმბოლო 2016, 10 ნოემბერი, 16:14 ავსტრალიის მაღალი საზოგადოების მთავარმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ მელბურნის თასის გათამაშებამ დოღში ფლემინგტონ პარკის იპოდრომზე უკვე გაიარა, მაგრამ ავსტრალიელები იხსენებენ დღესაც. ავსტრალიელ მამაკაცებს გულში ჩაუვარდათ იპოდრომის სურათებიდან მომზირალი სექსუალური შავგვრემანი ქალი, რომელიც ბამბის ნაყინს მიირთმევდა. ჟურნალისტებმა მიაგნეს მას და ის აღმოჩნდა 18 წლის ვიზაჟისტი, რომელიც გახდა ავსტრალიის ახალი სექს სიმბოლო. ამ ლამაზმანის სურთები გამოქვეყნდა ავსტრალიის ელექტრონულ მედიაში და აქვე ასობით ონლაინ- თაყვანისმცემელმა დაიწყო გარკვევა : ვინ იყო ეს ულამაზესი უცნობი ქალი. იგი აღმოჩნდა 18 წლის ვიზაჟისტი მელბურნიდან კარლი ცივოგლუ, რომელიც ფლემინგტონში მეგობართან 19 წლის ელის ბუდფოლთან ერთად იმყოფებოდა. გოგონები მივიდნენ იპოდრომზე ე.წ. “ ქალბატონის დღის'' აღსანიშნავად, როდესაც იქ მისული ადამიანები საზოგადოებას წარუდგენენ ყველაზე დასამახსოვრებელ ჩაცმულობას. მაშინ, როცა კარლი ბამბის ქულას ჭამდა ჯოხიდან, რომელიც ელისს ეჭირა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ რამოდენიმე საათში ის გახდებოდა ავსტრალიის ინტერნეტის ვარსკვლავი. მისი თქმით, სურათების გამოქვეყნების შემდეგ ათობით მამაკაცმა მოასწრო გამოტყდომოდა მას სიყვარულში. კარლი ცივოგლუ მარტოა, მოულოდნელად მოსულ აღიარებას იუმორით უდგება: “ მე უკვე ბევჯერ გამომიტყდნენ სიყვარულში- ღიმილით ამბობს ის, მაგრამ ფლემინგტონ პარკში მე და ელისმა მივიღეთ ბევრი კომპლიმენტი, ამ დღემ ჩვენთვის პოზიტიურად ჩაიარა, დავლიეთ რამოდენიმე ბოკალი შამპანური და უბრალოდ გავისეირნეთ''. თავისი პოპულარობის შესახებ მან გაიგო მეორე დილით, როცა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი გვერდი სოციალურ ქსელში სავსეა კომენტარებით. “ ყოველ დილით ჩემს ვებ- გვერდზე სიგიჟეები ხდებოდა''- იხსენებს გოგონა. ცნობილმა რადიო წამყვანმა კაილ სენდილენდემ განაცხადა, რომ უნდა მიიწვიოს თავისთან სტუმრად და რომ მას აქვს, რაღაც განსაკუთრებული, კარლი ძალიან გავს სელენა გომესს, მაგრამ არის კიდევ უფრო სექსუალური''. 359 7-ს მოსწონს
|