საზოგადოება ვისთან სძინავთ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებს 2016, 9 ნოემბერი, 22:32
თეთრეულის ბრენდი, რომელიც თავს იწონებს უმთავრესად ლამაზი გოგონა-მოდელებით, რომლებსაც უწოდებენ“ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებს" დებენ ფსონს თავისი მოდელების უმანკოებაზე, მაგრამ ყველა ზრდასრულ ადამიანს ვიღაცასთან სძინავს და აი ვისთან სძინავთ “ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებს'' ამას ჩვენ მოგითხრობთ.
1. ადამ ლევინი, ბეხატი პრინსლუს ქმარი, - თვითონაც ცნობილი მუსიკალური ჯგუფის maroon5 სოლისტია.შეყვარებულები ერთად არიან 2012 წლიდან, ხოლო დაქორწინებულები 2014 წლიდან. ითვლება, რომ მათ ერთმანეთი 2011 წელს ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე გაიცნეს, რომელზეც ადამი ჯგუფთან ერთად მღეროდა. მაშინ ის სხვა მოდელს ხვდებოდა. ადამს და ბეხატს სექტემბერში შეეძინათ გოგონა დასტი როუზი. 2. კენდის სვეინპოლის მეგობარი ბიჭი ხერმან ნიკოლიც მოდელია. მათ ერთმანეთი გაიცნეს პარიზში, როცა კენდისი იყო 17 წლის. წყვილი ერთადაა 2005 წლიდან. ოქტომბერში მათ შეეძინათ გოგონა ანაკა. 3. კალებ ფოლოუილი- ლილი ოლდრიჯის მეუღლე და ჯგუფ Kings of Leon- ის სოლისტია. წყვილი ერთადაა 2007 წლიდან, ქორწინებაში 2011 წლიდან. მათ ერთმანეთი მუსიკალურ ფესტივალზე გაიცნეს, სადაც უკრავდა ჯგუფი Kings of Leon-ი. მათ ჰყავთ 4 წლის გოგონა დიქსი პერლი. 4. ჯეიმი მაზური- ალესანდრა ამბროსიოს მეგობარი ბიჭი. ისინი ერთად არიან 2008 წლიდან. მათ ჰყავთ 8 წლის გოგონა ანია და 4 წლის ბიჭი ნოი. 5. ხუან დავით ბორერო - ჟასმინ ტუკსის მეგობარი ბიჭი. წყვილმა შეხვედრები დაიწყო 2016 წლიდან. 6. ალექსანდრ დელეონი- ჟოზეფინ სკრივერის მეგობარი ბიჭი. ის ადრე უკრავდა ჯგუფ The Cab-ში. წყვილი ერთმანეთს ხვდება 2013 წლიდან. 7. ლოურენს ვან ლეუვენი- რომი სტრეიდის მეგობარი ბიჭი. ის მუშაობს ბიზნეს კონსულტანტად, არავინ იცის რამდენი ხანია, რაც ერთად არიან. ითვლება, რომ მათ შეხვედრები დაიწყეს, როცა რომი იყო თინეიჯერი. იგი ახლა 21 წლისაა. 8. ტომ დეილი- ელზა ხოსკის მეგობარი ბიჭი და კომპანია District Vision- ის დამაარსებელი. წყვილი ერთმანეთს ხვდება 2015 წლიდან. 9. მაიკლ სტივენ შენკი- ტეილორ ჰილის მეგობარი ბიჭი. ის მსახიობი და სამსახიობო აგენტია, ეს წყვილიც ერთადაა 2015 წლიდან. 10. ჯეისონ მაკდონალდი- მარტა ჰანტის მეგობარი ბიჭი, რომელიც მუშაობს ფოტოგრაფად, მათ ერთმანეთი გაიცნეს სარეკლამო რგოლის გადაღებებზე. მათ შეხვედრები 2015 წლიდან დაიწყეს. 11. ოლივერ რიპლი- სარა სამპაიოს მეგობარი ბიჭი. დამაარსებელი და გენერალური დირექტორი კომპანია Ocean Group. ისინი ერთად არიან 2015 წლიდან. 12. ჯარედ ჰომანი- ლაის რიბეიროს მეგობარი ბიჭი. კათბურთელი. ისინი ერთად არიან 2015 წლიდან. 13. ჯოშუა კუშნერი- კარლი კლოსის მეგობარი ბიჭი. სადაზღვეო კომპანია Oscar Health Insurance-ის დამაარსებელი.ეს ტკბილი წყვილი ერთადაა2012 წლიდან. 14. ჯონი დექსი- დევონ ვინძორის მეგობარი ბიჭი. მათ დაიწყეს შეხვედრები 2016 წლიდან. 15. ზეინ მალიკი- პოდიუმის ვარსკვლავის ჯიჯი ჰადიდის მეგობარი ბიჭი. მომღერალი და ყოფილი წევრი ჯგუფისა One Direction. მათი რომანი დაიწყო 2015 წლიდან. 16. მომღერალი The Weeknd - ბელა ჰადიდის მეგობარი ბიჭი. ისინი ერთად არიან 2015 წლიდან. 17. ბიანკონ მორგანი- სინდი ბრუნის მეგობარი ბიჭი. პერსონალური მწვრთნელი. ისინი ერთად არიან 2015 წლიდან. 18. იოჰანეს იარლი- კელი გეილის მეგობარი ბიჭი, მომღერალი. წყვილმა შეხვედრები დაიწყო 2015 წლიდან. 19. ბერნარდ სმიტი- ჯოან სმოლსის მეგობარი ბიჭი. დამარსებელი შემოქმედებითი კავშირების მოდის ინდუსტრიაში Modellounge. ისინი ერთად არიან 2010 წლიდან. 20. კევინ ტრაპი- იზაბელ გულარის მეგობარი ბიჭი, საფეხბურთო კლუბ “პარისერჟერმენის'' მეკარე. მათ შეხვედრები დაიწყეს 2015 წლიდან. 561 8-ს მოსწონს
|